მთის კურორტები საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, ბაკურიანი კი შესანიშნავი ადგილია ყველა ასაკის დამსვენებლისათვის, განსაკუთრებით კი ზამთრის სეზონზე, როდესაც ირგვლივ, თეთრი პეიზაჟები, თხილამურები, წიწვოვანი ტყეები და ბუხარი გვხვდება. მყუდრო ხის კოტეჯი ბაკურიანში კი კომფორტული დასვენების გარანტიაა.
სრიალის მოყვარულებისთვის თხილამურებზე დგომა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, აქ შეგიძლიათ დაისვენოთ და გაერთოთ ერთ სივრცეში, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, დაგეგმოთ უამრავი აქტივობა, მათ შორის სრიალი, გუნდაობა და ლაშქრობა. ამ აქტივობებისთვის კი ხშირად ერთი დღე არ არის საკმარისი, ამიტომ თუ ბაკურიანში დარჩენას გადაწყვეტთ, მყუდრო და კომფორტული კოტეჯი უნდა შეარჩიოთ.
რატომ უნდა დაისვენოთ ბაკურიანში?
ბაკურიანში დასვენებას ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ალპური ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, რის გამოც ექიმების უმეტესობა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს ბაკურიანში დასვენებას ურჩევს. ეს ადგილი ძალიან სასარგებლოა პატარებისთვისაც. აქაური ჰავა დადებითად მოქმედებს მათზე, რომლებიც ხშირად ცივდებიან, აწუხებთ ასთმა ან ბრონქებთან დაკავშირებული პრობლემები.
მინდა გითხრათ, რომ ბაკურიანს ერთი მთავარი უპირატესობა აქვს. კურორტი ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა გათვლილი, ეს ის ადგილია, სადაც ბავშვსაც და მშობელსაც ერთნაირად შეუძლია გართობა და დასვენება. დამეთანხმებით, რომ ასეთი ადგილები ძალიან უნივერსალური და კომფორტულია ოჯახური დასვენებისათვის.
გარდა სამთო-სათხილამურო კურორტისა, არსებობს ბევრი სხვა მიზეზი, რის გამოც არჩევანი სწორედ ამ ადგილზე უნდა შეაჩეროთ. აქ დაგხვდებათ ალპური ბოტანიკური ბაღი, რომელიც თავისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ბოტანიკურ ბაღად მიიჩნევა. ზამთრის სეზონისგან განსხვავებით, ის განსაკუთრებით ლამაზი და თვალისმომჭრელია გაზაფხულზე, როდესაც ირგვლივ გამეფებული სიმწვანე და ჰაერში დატრიალებული ყვავილების სურნელი თავბრუს გახვევთ. ამ ადგილს ასევე ხშირად გამოიყენებენ ლაშქრობებისათვის.
კოტეჯი თუ სასტუმრო?
აქ უამრავ კოტეჯსა თუ სასტუმროს შეხვდებით, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებით შეარჩიოთ მყუდრო მოსასვენებელი სივრცე თქვენთვის. სასტუმროსგან განსხვავებით, კოტეჯი ბაკურიანში ბევრად უფრო ბიუჯეტურია, ეს კი დიდი კომფორტია ყველა დამსვენებლისათვის. გარდა ფასისა, კოტეჯში დასვენებას ბევრი სხვა უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს არის ხმაურისგან შეზღუდული სივრცე. დამეთანხმებით, რომ სიმშვიდეში დასვენება ბევრად უფრო სასიამოვნოა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროსგან განსხვავებით, კოტეჯები ბუნებრივი მასალისგან მზადდება, რის გამოც გარემო ეკოლოგიურად სუფთაა. ის ასევე ხელს უწყობს ჰაერის დატენიანებას, რაც ჯანმრთელობისთვისაც ბევრად უკეთესია. კიდევ ერთი განსხვავება არის ის, რომ კოტეჯში დაგხვდებათ ერთიანი სივრცე, პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები და სამზარეულო, ხოლო მეორე და მესამე სართულებზე მოსასვენებელი სივრცე, რაც ბევრად უფრო კომფორტული და პრაქტიკულია სასტუმროს ნომრისგან განსხვავებით.
კოტეჯები ბაკურიანში ფასები
თუ უიკენდის გატარებას სათხილამურო კურორტზე, მეგობრებთან ერთად გეგმავთ, ამ შემთხვევაში ბაკურიანის კოტეჯები იდეალური არჩევანია. აქ შეგიძლიათ გაატაროთ საუკეთესო შვებულება საყვარელ ადამიანებთან ერთად და გეძლევათ საშუალება, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კოტეჯები დღიურად. ეს, როგორც მისი ადგილმდებარეობით, ასევე ფასითა და ფართობითაც შეგიძლიათ. ეს ყოველივე კი, ძირითადად, სტუმრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სტანდარტულად, მისი სივრცე 100 კვ. მეტრს აღემატება და ერთი, ორი ან სამი სართულისაგან შედგება. დღევანდელ ციფრულ სამყაროში, Koteji Bakurianshi შეგიძლიათ დაჯავშნოთ kotejebi.ge-ზე.
ბაკურიანის კოტეჯების ფასები განსხვავებულია წელიწადის ყველა სეზონზე. ზამთარში, განსაკუთრებით კი, იანვარსა და თებერვალში მაღალი სეზონისა და მოთხოვნის გამო, ფასები ბევრად მაღალია. საშუალოდ, ორ ადგილიანი კოტეჯის ფასი 150 ლარიდან იწყება, სადაც მხოლოდ ერთი საძინებელია, მაგრამ მისაღებ ოთახში გასაშლელი დივნის გამოყენების შემთხვევაში, კოტეჯში 4 დამსვენებელსაც შეუძლია მოთავსება, ამ შემთხვევაში, კი ფასი საკმაოდ ბიუჯეტური გამოდის თითო მათგანზე. ორ საძინებლიანი კოტეჯის შემთხვევაში ღირებულება 300 ლარიდან იწყება, სადაც 6 ადამიანს შეუძლია თავისუფლად განთავსება, ფასი კი მათთვისაც საკმაოდ შეღავათიანია.
აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე, როდესაც სეზონი სრულდება, მათი ფასები თითქმის ნახევრდება.