დღევანდელ დღეს ადამიანთა უმეტესი ნაწილი ყოველდღიური რუტინისაგან თავის დაღწევის მიზნით, უპირატესობას ანიჭებს ქალაქგარეთ, ბუნებაში გასვლას. ისინი ირჩევენ ლამაზ, მშვიდ და მყუდრო გარემოს, სადაც მათ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად განტვირთვის საშუალება ექნებათ. დამეთანხმებით, რომ საქართველო სწორედ ამ ლამაზი ბუნებითა და უმშვენიერესი ხედებითაა გამორჩეული, ეს კი უდიდესი კომფორტია ჩვენთვის და არჩევანის საშუალებასაც გვაძლევს.
კოტეჯი თუ სასტუმრო?
ბოლო წლების განმავლობაში უდიდესი ყურადღება მიიპყრო კოტეჯების სივრცემ, რადგან ბევრი ჩვენგანი სასტუმროსგან განსხვავებით, სწორედ კოტეჯში დასვენებას ამჯობინებს. მას არამარტო ქართველებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. საქართველოში ჩამოსვლისას მათ ეძლევათ მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება, რომ საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ კომფორტული მოსასვენებელი სივრცე სასურველ ქალაქში. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა სილამაზისა, კოტეჯების უმრავლესობა, სასტუმროსგან განსხვავებით უფრო ბიუჯეტურია, ეს კი დიდი უპირატესობაა მოგზაურებისთვის. მათ შეუძლიათ იქირაონ კოტეჯები დღიურად, ხოლო ტურისტული ჯგუფის შემთხვევაში, სასტუმროს ნომრებში განაწილების მაგივრად, არჩევანი შეაჩერონ კოტეჯების კომპლექსზე, რაც მათთვის უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკულია.
რა უნდა გავითვალისწინოთ?
სასურველი კოტეჯის შერჩევა რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული და სხვადასხვა კრიტერიუმებისგან შედგება. არსებობს რამდენიმე საიტი, სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ და შეარჩიოთ კოტეჯები დღიურად. ამ მხრივ, საკმაოდ გამორჩეულია და მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას გვაძლევს ‘’KOTEJEBI.GE’’, სადაც ნებისმიერი სახის ინფორმაციას მიიღებთ და შეარჩევთ თქვენთვის სასურველ სივრცეს ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგიონში.
რატომ ირჩევენ ადამიანები კოტეჯებს თბილისთან ახლოს? რადგან ეს საკმაოდ მარტივი და პრაქტიკულია გადაადგილებისთვის, თუ გყავთ ბავშვები ან ცხოველები. რაც მთავარია თავიდან აიცილებთ მგზავრობისგან გამოწვეულ დაღლილობას და დასვენების დღეებს გაატარებთ მშვიდ გარემოში, მაგრამ არც ისე შორს ქალაქისგან.
კოტეჯების შერჩევა როგორც მისი ადგილმდებარეობით, ასევე ფართობითაც შეგიძლიათ. უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე. მაგალითად, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული საღამოს გატარება გსურთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ორკაციანი კოტეჯები ლამაზი ხედების ფონზე, რაც კიდევ უფრო რომანტიზირებულს გახდის თქვენს დასვენებას. ხოლო თუ გეგმავთ მეგობრებთან ერთად განტვირთვას და სასიამოვნო ვიქენდის მოწყობას, არჩევანს შეაჩერებთ უფრო დიდ კოტეჯზე. შერჩევის დროს, გაითვალისწინეთ ასევე, რომ ადგილი იყოს ყველა სტუმრისთვის მისაღები და კომფორტული.
რა უპირატესობები აქვს კოტეჯს?
მინდა ყურადღება გავამახვილო კოტეჯის უპირატესობებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ზედმეტი ხმაურისგან შეზღუდული სივრცე, რადგან ხეს აქვს სწორედ ეს ფუნქცია, ის შთანთქავს ხმას და მშვიდ და წყნარ გარემოდ აქცევს. ეს კი ძალიან დიდი კომფორტია მათთვის, ვისაც ყოველდღიური ხმაურისა და სტრესისგან გათავისუფლება სურს.
მინდა აღვნიშნო ასევე, რომ კოტეჯები დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან, რის გამოც გარემო ყოველთვის ეკოლოგიურად სუფთა და სასიამოვნოა. ეს ასევე ხელს უწყობს ჰაერის ტენიანობას, რაც ძალიან კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
კიდევ ერთი უპირატესობა არის ენერგოეფექტურობა, რაც ენერგიის მნიშვნელოვან დაზოგვას გულისხმობს (კონდიციონერის ან ღუმელის მოხმარების შემთხვევაში)
კოტეჯის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება მისი ფართობია. სტანდარტულად, ის 100 კვ. მეტრს აღემატება, რომელიც 1, 2 ან 3 სართულისგან შედგება. როგორც წესი, პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო, მისაღები და აბაზანა, ხოლო მეორე სართული მოსასვენებელ სივრცეს წარმოადგენს, მესამე სართულიც, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასევე საძინებლად გამოიყენება , რომელსაც წინ პატარა, მყუდრო ვერანდა აქვს.
სათანადო დაცვის შემთხვევაში, კოტეჯები უსაფრთხოა ხანძრისგან, რადგან ზოგიერთი მასალისგან განსხვავებით, რომელიც ბევრად უფრო აალებადია, ხე არის ცეცხლგამძლე მასალა. ის ქარისა და მზისგან გამოწვეულ უარყოფით გავლენასაც კარგად უძლებს, რაც მისი ხანგრძლივობისა და გამძლეობის გარანტიაა.