Kazinolar uzoq vaqtdan beri o'yin-kulgi va dam olishning mashhur shakli bo'lib, qimor o'yinlari va katta g'alaba qozonish imkoniyatini taklif qiladi. Casino Mostbet – O‘zbekistonda tobora ommalashib borayotgan ana shunday muassasalardan biri. Mostbet Casino o'z mijozlariga blackjack, poker va ruletka kabi an'anaviy stol o'yinlarini, shuningdek, turli o'yin mashinalarini o'z ichiga olgan keng tanlovni taklif etadi. Bundan tashqari, bu erda siz Mostbet Aviator markali o'yinini topasiz. Casino, shuningdek, jonli dilerlik o'yinlarini taklif etadi, bu esa o'yinchilarga real vaqtda professional dilerlar va boshqa o'yinchilar bilan muloqot qilish imkoniyatini beradi. Bundan tashqari, Mostbet Casino mijozlarga qiziqarli va raqobatbardosh o‘yin tajribasini taqdim etish uchun muntazam turnirlar va tadbirlarni o‘tkazadi.

 

პრეამბულა

ვებ-გვერდი kotejebi.ge/rent წარმოადგენს კოტეჯები.ჯი-ს  ს/კ საკუთრებას. 

თუ პირმა გაიარა წინამდებარე ხელშეკრულებაში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა, მიიჩნევა, რომ იგი დაეთანხმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რაც უთანაბრდება მხარეთა მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებას.

გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.

პირობებთან ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემების შესახებ შეგიძლიათ დაგვიკავშიდეთ საკონტაქტო ნომრეზე: 555 28 28 38  ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@kotejebi.ge

 

Ხელშეკრულების ძირითადი პირობები

1.1 საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის ქირავნობას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან. 

1.2 მფლობელი უზრუნველყოფს განცხადების/განცხადებების განთავსებას  შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება კოტეჯის ადვილად მოძებნასა და დაქირავებაში.

1.3 მფლობელი არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამქირავებელი ან დამქირავებელი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამქირავებელს და დამქირავებელს დაუკავშირდნენ ერთმანეთს. 

1.4 განცხადებაში მითითებული კოჯეტის ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება მმართველი კომპანიის მიერ.

1.5 მმართველი კომპანია არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას კოტეჯების რეალური მდგომარეობის შესახებ.

1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

1.7 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.

1.8 გამომდინარე 1.7 პუნქტიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.

1.9 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

1.10 მომხმარებელი უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

 

განცხადების განთავსება

2.1 საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ქმედუნარიან ფიზიკურ პირს (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიან იურიდიულ პირს.

2.2 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური ან/და არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;

2.3 კოტეჯების ქირავნობის საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია, მიჰყვეთ პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ, გაიაროთ ვერიფიკაცია.

2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაქირავებელი გასაქირავებელი კოტეჯის, მისი ამსახველი ფოტოების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაში ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ გასაქირავებელი კოტეჯის, ან მისი შემოგარენის თაობაზე. აკრძალულია განცხადებაში გასაქირავებელი კოტეჯის, ან მისი შემოგარენის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა.

2.5 განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული კოტეჯის ქირავნობის უფლება, ან მოპოვებული აქვს შესაბამისი თანხმობა კოტეჯის ქირავნობის შეთავაზებისათვის.

2.6 განცხადება არ უნდა იყოს: 

2.6.1 იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.

2.6.2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.

2.6.3 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.

2.6.4 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.

2.6.5 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.

2.6.6 შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.

2.6.7 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.

2.6.8 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.

2.6.9 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.

2.6.10 შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიეტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ.

2.6.11 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.

2.7 საიტზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.

2.8 საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.

 

მფლობელის უფლებები და მოვალეობები

3.1 მფლობელი არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.

3.2 მფლობელი არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

3.3 მფლობელი ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.

3.4 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე 2.5 პუნქტის დარღვევით წაიშლება და მომხმარებლის სახელი, რომლითაც განათავსა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე 1 კვირიდან, სამუდამო ბლოკამდე.

3.5 მფლობელს უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.

3.6 მფლობელს უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.

3.7 მფლობელი არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.

3.8 მფლობელი არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.

3.9 საიტზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში მფლობელს უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.

3.10 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.

3.11 მომხმარებლები, რომლებიც დაამყარებენ სამართლებრივ ურთიერთობას საიტის მეშვეობით და ეცდებიან სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებას საიტის გვერდის ავლით მფლობელს აქვს უფლება დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი სამუდამოდ.

3.12 მფლობელს შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘საიტის მოხმარების წესების’ განყოფილებაში.

3.13 მფლობელს აქვს უფლება მომხმარებელს გაუგზავნოს სარეკლამო ხასიათის მესიჯები , აქციები და პრომოები მის მიერ საიტზე მითითებულ ნომერზე.

 

მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

4.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს.

4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.

4.3 მომხმარებელს ეკრძალება საიტზე 2.5 პუნქტისგან განსხვავებული განცხადების განთავსება.

4.4 მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს მმართველ კომპანიას, ღილაკი “არასწორი განცხადების შეტყობინება”-ს მეშვეობით, იმ განცხადების შესახებ, რომლებიც რაიმე სახით არღვევენ ვებ გვერდის წესებს, ან ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

4.5 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა საიტის ბმულის მითითება.

4.6 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.

4.7 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, მმართველი კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს მმართველ კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.

4.8 საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.9 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.

4.10 მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია/მომსახურეობა სრულ შესაბამისობაშია „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებაში.

4.11 მომხმარებელი ასევე აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ განსათავსებელ პროდუქციაზე/მომსახურეობაზე მიწოდებული ინფორმაციითა და სარეკლამო მასალით ან/და მისი შექმნით არ დაირღვევა მესამე პირების საავტორო უფლება.

4.12 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომხმარებელი ადასტურებს, რომ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გააუქმებს შესაბამის განაცხადს ან/და არ ექნება პრეტენზია საიტის მხრიდან ამგვარი განცხადების გაუქმების თაობაზე, თუ გამოვლინდა შეუსაბამობა მომხამრებლის მიერ განცხადებულ გარანტიებსა და საიტის  ონლაინ პორტალზე რეგისტრირებულ განცხადებებს შორის.

4.13 მომხმარებელი ასევე თანახმაა, სრულად აანაზღაუროს წინამდებარე განცხადებების შეუსაბამობის შედეგად “საიტისთვის” მიყენებული ზიანი და დაკისრებული ჯარიმები.

4.14 მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ მფლობელი  უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) პირგასამტეხლოს სახით.  

4.15 ამ ხელშეკრულებაზე თანხმობით  მომხმარებელი ადასტურებს რომ მფლობელს აქვს უფლება თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე შეგატყობინოთ სარეკლამო აქციები და პრომოები, ან გამოგიგზავნოთ სარეკლამო ხასიათის მესიჯები.

Რეგისტრაციის წესები

5.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, სქესი, მდებარეობა და დაბადების წელი.

5.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

5.3 მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.

5.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

5.5 თუ მომხმარებლის მიერ განცორიციელებული ბოლო ჩარიცხვიდან 2 წლის განმავლობაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხის გამოყენება, ბალანსი ნულდება.

 

პროდუქტის/სერვისის ღირებულების გადახდა

6.1 კომპანიასა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება ხდება პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ ჯავშანზე მითითებული თანხის 10-ით.

6.2 მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, მისი კუთვნილი პროფილიდან/მომხმარებლის მიერ მითითებული გადახდის მეთოდიდან/ბარათიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების/პროდუქტის საფასურის ჩამოჭრა. ნებისმიერი ფორმით ჩვენთან ანაზღაურების დროს, პროდუქტის საფასურს ჩვენ გადავამისამართებთ გამყიდველთან (მოვაჭრესთან).

6.3 მომხმარებელი დაბრუნების პოლიტიკით გათვალისწინებული უფლებების გამოყენების შემთხვევაში ანაზღაურებს ამავე დაბრუნების პოლიტიკით გათვალისწინებულ გადასახდელ თანხას. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნულ საფასური დააკავოს მომხმარებლის ბალანსიდან ან კომპანიის მიერ მომხმარებლითვის გადასახდელი თანხიდან.

6.4 პლასტიკური ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრიდთვის მიმართეთ მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის.

65 გაუქმებული ჯავშნის საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. ამასთანავე, თუ შეკვეთის დაფიქსირებიდან გასულია 3 კალენდარული დღე, თანხის დაბრუნებისთვის თქვენ უნდა წარმოადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ტრანზაქცია.

 

საიტით სარგებლობის პირობა


საიტზე შესვლისას, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ მისი კონტენტი, მომხმარებლების მიერ განთავსებული განცხადებები, ფოტოები და სხვა ინფორმაცია, წარმოადგენს საიტის საკუთრებას. ამ მასალის არასანქცირებული გამოყენება და/ან ნებისმიერი სახით დუბლირება, გადატანა მესამე მხარის საკუთრებაში არსებულ სივრცეში, წარმოადგენს საიტის კომერციული „დოვლათით“ სარგებლობას, რაც მკაცრად აკრძალულია ამ საიტის მხრიდან საჯარო თანხმობის გარეშე.

 

თქვენ უფლება გაქვთ

მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე.

მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.

მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:

გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; თანხმობის გათხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე „კონტაქტის“ გრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება.

მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.

ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენი მონაცემის დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს; ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციათა და უფლებამოსილებათა განხორციელებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას. არასრულწლოვანი პირები.

ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.

ომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე პლატფორმაზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები წესებში და პირობებში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ პლატფორმის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება თქვენი მხრიდან ცვლილებებზე თანხმობად.

ტერმინები

“საიტი”- ვებ გვერდი  Kotejebi.ge/rent

“მფლობელი”- ვებ გვერდი Kotejebi.ge მფლობელი კოტეჯები.ჯი

“მომხმარებელი”- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ პროდუქციას.

“განცხადება”- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია  კოტეჯის შესახებ.

 

 / 

შესვლა

წერილის გაგზავნა

ჩემი ფავორიტები

ka_GEGeorgian