როდესაც მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ დასვენებას ვგეგმავთ, პირველ რიგში ვეძებთ სასტუმროს და სხვადასხვა ნიუანსისა და დეტალის გათვალისწინებით, ვარჩევთ ჩვენთვის შესაფერისს. უკანასკნელ წლებში კი, აქტუალობა შეიძინა კოტეჯების სივრცემ, რადგან მისი პოპულარობა დღითიდღე უფრო მეტად იზრდება. ამ ბლოგში მინდა გიამბოთ, თუ რა უპირატესობები გააჩნია მას, რით განსხვავდება სასტუმროს ნომრისგან და რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი მასზე.
დღევანდელ დღეს, კოტეჯებს უამრავ ქალაქსა თუ რეგიონში შევხვდებით, მეტად აქტუალურია მთის კურორტებსა და ზღვისპირა ქალაქებში. ეს გახლავთ მყუდრო და კომფორტული მოსასვენებელი სივრცე, რომელიც ძირითადად, ბუნებასთან ახლოს, ტყისპირად არის გაშენებული, სადაც სიმწვანე, პეიზაჟები, ბუნების ხმები და ბუხარი სასიამოვნო გარემოს უქმნის ყველა დამსვენებელს. ეს გახლავთ სივრცე, იზოლირებული ეზოთი, რომელიც სტანდარტულად 100 კვ მეტრს აღემატება. ამ სივრცეში გაერთიანებულია მისაღები და სამზარეულო, მეორე სართულზე კი მყუდრო საძინებელია განთავსებული. ასეთ სივრცეს ვერ შეხვდებით სასტუმროში, რადგან როგორც იცით, ნომრებში განთავსებულია მხოლოდ საწოლი, სამზარეულო არ არის სტუმრებისთვის განკუთვნილი და მისაღები სივრცეც არის საერთო სხვა სტუმრებთან. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი ეკოლოგიურობა. ხის კოტეჯები დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან, რის გამოც ჰაერი უფრო სუფთა, ჯანსაღი და სასიამოვნოა. ასეთ გარემოში დასვენება კი, დღევანდელი ყოველდღიურობის ფონზე, ბევრად კომფორტული და პრიორიტეტულია.
კოტეჯები არ ექვემდებარება გარემო პირობებს, რადგან წვიმის, თოვლის ან მწველი მზის დროს, კოტეჯების შიდა სივრცე ინარჩუნებს სტაბილურ ტემპერატურასა და ტენიანობას, რაც ზაფხულში სიგრილის, ხოლო ზამთარში სითბოს გარანტიაა. სასტუმროსგან განსხვავებით, ხისგან დამზადებულ კოტეჯებს აქვს ენერგოეფექტურობა და იზოლირებულია გარე ხმაურისგან. სწორედ ამიტომ, შიდა სივრცე არის ჩუმი, სასიამოვნო და კომფორტული. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ზღაპრულად დაისვენოთ, საუკეთესო დრო გაატაროთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად და დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღივსოთ.
ხის ნაგებობას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. სათანადო დაცვისა და მოვლის პირობებში, სხვა ტიპის შენობებისგან განსხვავებით, ის უსაფრთხოა ხანძრისგან, რადგან კარგად დამუშავებული ხე არის ცეცხლგამძლე მასალა, რომელიც რთულად აალებადია.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენ ისეთ დროსა და ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ქალაქის ხმაური, მანქანების გამონაბოლქვი და დაბინძურებული ჰაერი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, სიმშვიდეს და ბუნების სასიამოვნო ხმებთან ადაპტაციას. ასეთი გარემო სასარგებლოა ასევე ჯანმრთელობისთვის და ექიმების რეკომენდაციით, ქრონიკულად დაავადებული ადამიანების უმრავლესობა სწორედ ასეთ ადგილებში ისვენებს.
კოტეჯი პატარა ხის კონსტრუქციაა, რომელიც იდეალურია უიკენდზე მეგობრებთან ერთად გასართობად, ან საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული საღამოს მოსაწყობად.
კოტეჯებს უდიდესი უპირატესობა აქვს ოჯახთან ერთად დასვენების შემთხვევაში, რადგან ასეთ დროს, არ გიწევთ ცალ-ცალკე ნომრებში განთავსება. კოტეჯები შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ფართობისა და ოთახების რაოდენობის მიხედვით, სადაც ყველა სტუმარი კომფორტულად და იზოლირებულად განთავსდება ერთ სივრცეში. მათი არჩევანი კი საკმაოდ მრავალფეროვანია. სასტუმროს ნომრისგან განსხვავებით, ეს სივრცე სრულიად თქვენს განკარგულებაშია. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, დატკბეთ ბუნების საოცარი ხმებითა და სიმშვიდით, გაატაროთ სასიამოვნო დრო ან სულაც, აღნიშნოთ დაბადების დღე ან ნებისმიერი წვეულება. ამ ყველაფრის ორგანიზება საკმაოდ მარტივია, რადგან იზოლირებული გარემო საშუალებას გვაძლევს ჩვენივე გემოვნებითა და დიზაინით მოვაწყოთ გარე თუ შიდა სივრცე, გავალამაზოთ სხვადასხვა დეკორაციით, მოვამზადოთ გემრიელი კერძები და დავპატიჟოთ სტუმრები. როგორც უკვე გითხარით, ეზო სრულიად იზოლირებულია, ამიტომ არ ხართ შეზღუდული ხმაურისა და გართობისგან. ხოლო თუ სტუმრების რაოდენობა შედარებით დიდია, გირჩევთ კოტეჯების კომპლექსის ქირაობას, რადგან ისინი განთავსებულია ერთმანეთის გვერდით და დაუვიწყარი საღამოს შემდეგ, ენერგიებისა და ემოციებისგან დაღლილს, იქვე, კომფორტულ, მყუდრო კოტეჯში შეძლებთ დასვენებას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოტეჯები ძირითადად განთავსებულია ტყისა და ტბის პირას, ნაკლებად ურბანულ გარემოში, სადაც იზოლირებული გარემო, ბუნების ხმები, ჩიტების ჭიკჭიკი და სუფთა ჰაერი საოცარ ჰარმონიასა და კომფორტს უქმნის ნებისმიერ ადამიანს. სასტუმროში კი უამრავ სტუმარსა და დამსვენებელს შეხვდებით, რაც საკმაოდ არაკომფორტულია და ამის გამო, შეზღუდულები ხართ ბევრი აქტივობისგან.
იმედი მაქვს, ამ ბლოგში მიღებული ინფორმაცია და რჩევები დაგეხმარებათ შექმნათ დაუვიწყარი საღამო და თავგადასავალი თქვენს მეგობრებთან ერთად, გაატაროთ ასევე სასიამოვნო უიკენდი და განიტვირთოთ ქალაქის ყოველდღიურობისგან, რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.