Kazinolar uzoq vaqtdan beri o'yin-kulgi va dam olishning mashhur shakli bo'lib, qimor o'yinlari va katta g'alaba qozonish imkoniyatini taklif qiladi. Casino Mostbet – O‘zbekistonda tobora ommalashib borayotgan ana shunday muassasalardan biri. Mostbet Casino o'z mijozlariga blackjack, poker va ruletka kabi an'anaviy stol o'yinlarini, shuningdek, turli o'yin mashinalarini o'z ichiga olgan keng tanlovni taklif etadi. Bundan tashqari, bu erda siz Mostbet Aviator markali o'yinini topasiz. Casino, shuningdek, jonli dilerlik o'yinlarini taklif etadi, bu esa o'yinchilarga real vaqtda professional dilerlar va boshqa o'yinchilar bilan muloqot qilish imkoniyatini beradi. Bundan tashqari, Mostbet Casino mijozlarga qiziqarli va raqobatbardosh o‘yin tajribasini taqdim etish uchun muntazam turnirlar va tadbirlarni o‘tkazadi.

კოტეჯები რაჭაში

სად დავისვენოთ? ეს არის კითხვა, რომელიც ძალიან აქტუალურია მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ სად გაატაროს შვებულება. ბევრი ჩვენგანი საზღვარგარეთ დასვენებას ანიჭებს უპირატესობას, სინამდვილეში კი გვავიწყდება, რომ საქართველო თავისი ლამაზი ბუნებით, საოცარი ხედებითა და ისტორიული ძეგლებით მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. 

სწორედ ასეთი კუთხეა რაჭა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლამაზი მხარეა. რაჭველები კი, ყველასათვის საყვარელი, სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხი. დამეთანხმებით, რომ ეს ადგილი მრავალფეროვანი ბუნებითა და მდიდარი კულტურით გამოირჩევა, მათი სამზარეულო კი სახელგანთქმულია კერძებით, რომლებიც არამარტო ჩვენთვის, არამედ უცხოელი დამსვენებლებისთვისაც დიდი ყურადღების საგანია. გარდა კერძებისა, რაჭა ცნობილია თავისი მეღვინეობით, სადაც უმაღლესი ხარისხის წითელი ღვინო, ‘’ხვანჭკარა’’ იქმნება.

რატომ უნდა ვესტუმროთ რაჭას?

როგორც უკვე გითხარით, რაჭა ისტორიული კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებლად სანახავი მხარეა. აქ უამრავი საინტერესო და ლამაზი ადგილის მონახულება შეგიძლიათ. მათ შორისაა ნიკორწმინდის ტაძარი და ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია, რომლებიც ისტორიულ სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს. ამ კუთხის მონახულება ასევე წარმოუდგენელია შაორის წყალსაცავის გარეშე, რომელიც ფოთლოვანი ხეებით დაფარულ ქვაბულში მდებარეობს და მდინარე შაორის დაგუბებით წარმოიქმნა. ეს ადგილი  საინტერესოა მათთვისაც, ვინც ლაშქრობაში, ლამაზ დასაბანაკებელ ადგილს ეძებს. 

თუ რაჭაში მოხვდებით, აუცილებელია ასევე შოვის კურორტის მონახულება, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამ ადგილის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი გარშემორტყმულია კავკასიონის ქედითა და ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით, რომლის სილამაზეც გულგრილს ვერავის ვერ ტოვებს. შოვი ასევე ცნობილია მისი სამკურნალო თვისებებითა და მინერალური წყლებით, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. შოვთან ერთად  შეუძლებელია არ ვახსენოთ კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი უწერა, რომელსაც ყოველწლიურად მრავალი დამსვენებელი სტუმრობს. აქ ასევე შეგიძლიათ შუა საუკუნეების ეკლესიისა და ციხე-სიმაგრის ნანგრევების მონახულება. რაჭაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ასევე უძირო ტბა, სადაც ზამთარში, თოვლიან ფერდობებზე უმშვენიერესი პანორამული ხედები იშლება, რაც წყლის სარკისებური ეფექტის საშუალებით, კიდევ უფრო საოცარ სანახაობას ქმნის. ცხრაჯვარი კი რაჭაში მდებარე სალოცავია, რომელზეც უამრავი ლეგენდა არსებობს. ნისლში გახვეული ჯვრები კი ულამაზესი სანახავია და მათი მონახულება, ყოველ ჯერზე, საუკეთესო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.


სად დავრჩეთ?

ალბათ მიხვდებოდით, რომ ამ ყველაფრის მონახულება ერთ დღეში სრულიად წარმოუდგენელია, ამიტომ საჭიროა მოვძებნოთ მყუდრო და კომფორტული კოტეჯი რაჭაში. ამისათვის კი მნიშვნელოვანია შეარჩიოთ თქვენზე მორგებული სივრცე, რომელშიც სასიამოვნო საღამოს გაატარებთ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად. რაჭაში ქირავდება კოტეჯები, რომლებიც თავისი ბიუჯეტურებითა და სიმყუდროვით, იდეალური არჩევანია ყველა დამსვენებლისათვის. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სტუმარმა კომფორტულად დაისვენოს. რაც მთავარია, მიუხედავად პანდემიის შემდეგ მომატებული ფასებისა, რაჭაში კოტეჯების ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია ყველა დამსვენებლისთვის. ეს წინაპირობას უქმნის ყველა ჩვენგანს, რომ არჩევანი სწორედ ამ ულამაზეს ადგილზე შევაჩეროთ. 

რაჭაში ქირავდება კოტეჯები, რომლებიც გათვლილია ნებისმიერი ტიპის სტუმარზე და მათ რაოდენობაზე. თუ ოჯახური დასვენება გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ზუსტად ისეთი კოტეჯი, რომელშიც ოთახების რაოდენობა და სივრცე სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნება თქვენთვის. გარდა ფართობისა, კოტეჯში დასვენება ბევრად უფრო კომფორტულია და ბევრი უპირატესობაც აქვს. 

მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ კოტეჯები რაჭაში საკმაოდ ბევრია და დამსვენებელსაც მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება ეძლევა, შეარჩიოს მისთვის სასურველი დიზაინისა და ფართობის მქონე კოტეჯი სასურველ ადგილას. ამიტომაც არის ეს ადგილი საკმაოდ უნივერსალური ყველა მხრივ.

თუ ამ ყველაფრის შემდეგ, შვებულების გატარებას საქართველოში გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები. ალბათ დამეთანხმებით, რომ იქამდე, სანამ სხვა ქვეყნის ტერიტორიებსა და ღირსშესანიშნაობებს ვიხილავთ, პირველ რიგში, უცილებელია, ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხის მონახულება, რომელიც დარწმუნებული ვარ, საოცარი შთაბეჭდილებებითა და მოგონებებით აგვავსებს.

 

 / 

შესვლა

წერილის გაგზავნა

ჩემი ფავორიტები

ka_GEGeorgian