ოპერატორი
პოზიციის დასახელება: ოპერატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი. ბუდაპეშტის ქუჩა 38
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები:
** ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ყველა სატელეფონო ზარზე დროული პასუხი.
** თითოეული ზარის შესაბამისი პროგრამული რეგისტრაცია
** მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის სწორი კატეგორიის მინიჭება
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდება
** მომხმარებლის მოსმენა, მათი პრობლემების დეტალური ჩანიშვნა და შემდგომი დაფიქსირება
** საჭიროების შემთხვევაში კმაყოფილების კვლევის ჩატარება
** შეტყობინებებზე დროული რეაგირება
მოთხოვნები:
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა (B1 დონე სასურველია)
** სქესი: მდედრობითი
პიროვნული მახასიათებლები:
** ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@kotejebi.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
“კოტეჯები.ჯი” ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!