555 28 28 38

ოპერატორი

პოზიციის დასახელება: ოპერატორი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი. ი.ჯავახიშვილის 93

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

შერჩევის ფორმა: გასაუბრება

 

ძირითადი მოვალეობები:

** ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ყველა სატელეფონო ზარზე დროული პასუხი.

** თითოეული ზარის შესაბამისი პროგრამული რეგისტრაცია

** მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის სწორი კატეგორიის მინიჭება

** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდება

** მომხმარებლის მოსმენა, მათი პრობლემების დეტალური ჩანიშვნა და შემდგომი დაფიქსირება

** საჭიროების შემთხვევაში კმაყოფილების კვლევის ჩატარება

** შეტყობინებებზე დროული რეაგირება

 

მოთხოვნები:

** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა (B1 დონე სასურველია)

** სქესი: მდედრობითი

 

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

“კოტეჯები.ჯი” ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!

Для заполнения данной формы включите JavaScript в браузере.
Нажмите или перетащите файл в эту область для загрузки.
ru_RU