555 28 28 38

ხის კოტეჯი პატარა, ბიუჯეტური და მოსახერხებელი ნაგებობაა, რომელსაც უკვე ბევრ მაღალმთიან სოფელსა თუ ზღვისპირა ქალაქში შეხვდებით. ბოლო წლების განმავლობაში, ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ძალიან მყუდრო და კომფორტულ მოსასვენებელ სივრცედაა აღიარებული. ამ ბლოგში მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი მასზე და რა უპირატესობები აქვს ხის კოტეჯებს ქვის ნაგებობებისგან განსხვავებით. 

უპირველეს ყოვლისა, მინდა ყურადღება გავამახვილო მის ღირებულებაზე. სხვა ტიპის კონსტრუქციებისგან განსხვავებით, ის საკმაოდ ბიუჯეტური და ხელმისაწვდომია დამსვენებლებისათვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხის სახლებისა და კოტეჯების აშენების მთავარი ღირებულება მისი სწრაფად აშენების შესაძლებლობასა და ეკოლოგიურობაშია. სწორედ იმის გამო, რომ ის დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან, გარემო ყოველთვის უფრო სუფთა, ჯანსაღი და სასიამოვნოა, რაც ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზეც, რომ ამ ტიპის საცხოვრებელს უდიდესი სარგებელი მოაქვს არა მარტო ჩვენთვის, არამედ გარემოსთვისაც. ხე არის ბუნებრივი იზოლატორი, რომელიც ნებისმიერ დროს, არასასურველი ამინდის მიუხედავად, შიდა სივრცეში ინარჩუნებს სტაბილურ ტემპერატურასა და ტენიანობას, რაც ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილის გარანტიაა. მას ასევე აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ქვის ნაგებობებისაგან განასხვავებს. ის არის ზედმეტი ხმაურისგან შეზღუდული სივრცე, რადგან ხეს აქვს სწორედ ეს ფუნქცია, ის შთანთქავს გარე ხმას და აქცევს წყნარ და მშვიდ გარემოდ, რაც ძალიან დიდ კომფორტს უქმნის ყველა სტუმარს. დამეთანხმებით, რომ ასეთ გარემოში დასვენება ბევრად უფრო სასიამოვნო და პრიორიტეტულია.

გარდა ამისა, ქვისგან განსხვავებით, ხის სახლებსა და კოტეჯებს გააჩნიათ ენერგოეფექტურობა, რაც ენერგიის მნიშვნელოვან დაზოგვას გულისხმობს სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების დროს. 

როგორც უკვე გითხარით, ხის კოტეჯების აშენება უმოკლეს დროში არის შესაძლებელი. მშენებლობისას აუცილებელია რამდენიმე ნიუანსზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ მისი ადგილმდებარეობა, შევარჩიოთ ხარისხიანი მასალა, სტრუქტურა, ღირებულება და ვიზუალური მხარე. მის აშენებას საშუალოდ ორი კვირა სჭირდება, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ მოსახერხებელია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ქვისგან აშენებულ სახლებსა და შენობებზე. 

კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ხე არის ორგანული და მდგრადი სამშენებლო მასალა, რაც გარემოზე ზემოქმედებას კიდევ უფრო ამცირებს. ასევე, ქვისგან განსხვავებით, ხე მარტივად სამუშაო მასალაა, რაც პრაქტიკაში დიდი დროის, ენერგიის, შრომისა და ფინანსების დაზოგვას გულისხმობს.

ხომ გახსოვთ, რომ ძველად, სახლები მთლიანად ბუნებრივი მასალებისგან მზადდებოდა, ესენი კი ძირითადად იყო ქვა და თიხა. დროის სვლასთან ერთად, კი შეიცვალა ადამიანთა მოსაზრებებიც, გაჩნდა ახალი მასალები. გაიზარდა ასევე საზოგადოების მოთხოვნა, კომფორტისა და ეკოლოგიურად სუფთა მასალების მიმართ, რაც საკმაოდ მისასალმებელია. დღევანდელი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, მათ უჩნდებათ სურვილი, იცხოვრონ ბუნებასთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა და შედარებით ნაკლებად ურბანულ გარემოში. ამისათვის კი  ყველაზე კარგი და ბიუჯეტური გამოსავალია ხის კოტეჯების მშენებლობა, რაც საკმაოდ მომგებიანია მათთვის, რადგანაც ქმნიან კიდევ ერთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და სივრცეს დამსვენებლებისათვის. 

რამდენად გამძლეა ხის მასალა?

ხშირად ფიქრობენ, რომ ხის მასალა მისი კომფორტულობისა და კიდევ ბევრი სხვა უპირატესობების მიუხედავად, არაპრაქტიკულია, რადგან მას არ აქვს გამძლეობა და მალე ფუჭდება. ამ დროს, კი ხე არის მასალა, რომელიც კარგად უძლებს ტენიანობას და ბუნებრივი მოვლენებისაგან გამოწვეულ უარყოფით გავლენას. (მაგალითად: ქარი, სეტყვა) მინდა გაცნობოთ, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში დღემდე დგას ხის სახლები, რომლებიც აშენებული და დასახლებულია 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამიტომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მყარი ბეტონისა და ქვის სახლები უფრო მალე შეიძლება მივიდეს დანგრევის პირას, ვიდრე ხის ნაგებობები.

სათანადო დაცვისა და მოვლის პირობებში კი, ის სრულიად უსაფრთხოა ხანძრისგან, ვიდრე სხვა ტიპის შენობები. გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგიერთი მასალისგან განსხვავებით, ხე შეიძლება იყოს ცეცხლგამძლე მასალა, რომელიც ძალიან ნელა იწვის და რთულად აალებადია. 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროსა და ეპოქაში, სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიას, სუფთა და ჯანსაღ გარემოს, რისი ფუფუნებაც, როგორც უკვე აღვნიშნე, დღევანდელ დღეს, რთულად მისაღებია. ყოველდღიურად, ავტომობილების გამონაბოლქვით ბინძურდება ჰაერი, რასაც ძალიან ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. კვლევების თანახმად, სწორედ ეს დაბინძურებული ჰაერი იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: ასთმა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ფილტვის ფუნქციის შესუსტება, ხოლო, კიბოთი დაავადებულთა 10-20% კი სწორედ დაბინძურებული ჰაერის ინტენსიური შთანთქმის გამო ავადდება.

აქვე მინდა გაგიზიაროთ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში, ყოველწლიურად, ჰაერის დაბინძურების გამო, საშუალოდ, ექვსი მილიონი ადამიანი იღუპება მსოფლიოში. 

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ყურადღებას ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოზე, რასაც დღევანდელი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. 

en_US