ფინური კოტეჯები, ასევე ცნობილი როგორც “mökki” , არის ტრადიციული ქალაქგარეთ საცხოვრებელი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფინურ კულტურაში.
მათ შესახებ მეტის გასაგებად, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენივე მომზადებული ბლოგი: ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ ფინური კოტეჯების შესახებ
ეს Cottages, როგორც წესი, განლაგებულია სოფლად, რომელიც გარშემორტყმულია ტყეებით, ტბებით ან სანაპირო პეიზაჟებით, რაც მაცხოვრებლებს აძლევს შესაძლებლობას გაექცნენ ქალაქის აურზაურს მეტი დრო გაატარონ ბუნებაში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
ფინურ კოტეჯებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ. თავდაპირველად, ეს იყო უბრალო ხის კაბინა, რომელსაც ფერმერები და მეთევზეები სეზონური საქმიანობის დროს იყენებდნენ. დროთა განმავლობაში კოტეჯების მშენებლობა დაიწყეს ოჯახებმა, რეკრეაციულ ლოკაციებზე. რაც შესანიშნავი საშუალება გახდა შვებულებისა თუ შაბათ-კვირის მშვიდ გარემოში გასატარებლად და დასასვენებლად.
კოტეჯების დიზაინი ხასიათდება ბუნებასთან მჭიდრო კავშირით და ფუნქციონალურობაზე ორიენტირებით. ისინი ხშირად შენდება მორების კონსტრუქციის ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, რაც გულისხმობს ჰორიზონტალური მორების გადაბმას, მტკიცე და კარგად იზოლირებული სტრუქტურების შესაქმნლად.
მორებისაგან შეკრული კედლები კოტეჯებს მყუდრო და ესთეტიკურ იერს სძენს, რაც მეტად მიმზიდველია, ვიდრე სტანდარტული დიზაინი.
ფინური კოტეჯები უზრუნველყოფენ კომფორტს და ფუნქციურები არიან ნებისმიერ სეზონზე. მათ როგორც წესი, აქვთ კომპაქტური შიდა განლაგება სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოსაყენებლად. საერთო სივრცეში შედის საცხოვრებელი ფართი ბუხრით ან შეშის ღუმელით, სამზარეულოთი, პატარა საძინებლები და ვერანდა ან ტერასა მიმდებარე ხედებით.
დიზაინისა და კომპაქტურობის გარდა, ფინურ კოტეჯებს სხვა არაერთი დადებიტი მახასიატებელი გააჩნია.
ხელმისაწვდომობა. ფინურ კოტეჯებს აქვთ ძალიან მარტივად ასაშენებელი კონსტრუქცია. შესაბამისად, დიდად არ საჭიროებს ინჟინრებისა და მშენებლების ჩართულობას მშენებლობის პროცესში. შესაბამისად, ამ მიმართულებით ნაკლებ რესურსს მოითხოვს და სურვილის შემტხვევაში ტავადაც მარტივად შეძლებთ საკუთარი ფინური კოტეჯის აშენებას.
ბუნებრივი შუქი. ფინური კოტეჯებისთვის დამახასიათებელ დიზაინში უმეტესობას აქვს დიდი ფანჯრები წინა და უკანა კედლებზე. კიდევ უფრო ბუნებრივი სინათლისთვის განიხილება ჩარჩოზე სახურავის ფანჯრის დამატებაც. სახურავზე განთავსებული ფანჯარა სახლის უფრო დიდ სივრცეს წარმოაჩენს.
თოვლის მართვა. ფინური კოტეჯებისთვის დამახასიათებელი ძლიერ დახრილი სახურავი ხელს უშლის თოვლის დაგროვებას და ამით სახლისთვის ზიანის მიყენებას. თოვლიან რეგიონებში ასეთი ტიპის სახურავები ამ მიზნით საკმაოდ გავრცელებულია.
ეკო მეგობრულობა: ფინური კოტეჯები, როგორც წესი, შენდება ადგილობრივი მერქნის გამოყენებით, რომელიც განახლებადი რესურსია. ხის კონსტრუქციას აქვს უფრო დაბალი ნახშირბადის კვალი სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით, როგორიცაა ბეტონი ან ფოლადი. ბუნებრივი და განახლებადი მასალების გამოყენება ხელს უწყობს მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.
ენერგოეფექტურობა: ფინური კოტეჯები შექმნილია ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით. ხშირად იყენებენ სქელი მორების კედლებს, რაც ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას ზამთრის სეზონზე. გარდა ამისა, გამოიყენება ენერგოეფექტური ფანჯრები და კარები სითბოს დაკარგვის შესამცირებლად. დიზაინის ეს მიდგომა ამცირებს გადაჭარბებული გათბობის ან გაგრილების საჭიროებას, რაც იწვევს ენერგიის მოხმარების შემცირებას და სათბურის გაზების ემისიას.
კოტეჯის გამოცდილებას ფინელები ძალიან აფასებენ. ითვლება, რომ ქალაქგარეთ, კოტეჯში ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სტუმრობა განვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ბოლო წლებში ფინური კოტეჯების კულტურამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და სიმარტივესთან, ბუნებასთან და კეთილდღეობასთან ასოცირებული „ფინურობის“ იდეა მთელი მსოფლიოში გავრცელდა. შედეგად, ფინური კოტეჯებით შთაგონებული დიზაინის საცხოვრებელი ნაგებობები პოპულარული გახდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, საქართველოშიც.
მთისა თუ საზღვაო კურორტზე, ფინური კოტეჯების პრაქტიკამ საქართველოს კლიმატურ პირობებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. გარდა იმისა, რომ კოტეჯების დიზაინი იდეალურად ერწყმის საქართველოში წარმოდგენილ ბუნების ლანდშაფტებს, მომხმარებლისთვის კომფორტულობა და მყუდროებაც მნიშვნელოვანია და ისიც, რომ ზედმეტი ძალისხმევისა და გადამეტებული ფინანსების გარეშე შეძლონ პატარა სახლის მშენებლობა, თუნდაც აგარაკზე.
ფინური სტილის კოტეჯების მშენებლობამ რომ საქართველოს მასშტაბით საგრძნობლად იმატა, თავადაც შენიშნავდით, თუ ქალაქგარეთ სიარული ხშირად გიწევთ და გარშემო ხედების თვალიერება გსიამოვნებთ. ხის კოტეჯები აქტუალურია როგორც საოჯახო აგარაკებისთვის, ასევე ტურისტული ბიზნესისთვის – თანაც, ნებისმიერ ლოკაციაზე.
ფინური სტილის კოტეჯების მშენებლობა ნებისმიერი მიზნით, იქნება ეს საოჯახო დასასვენებელი სახლი თუ ტურისტული ბიზნესი, შესანიშნავი ინვესტიციაა, თუ ამისთვის გარკვეული კაპიტალი გაგაჩნიათ. საქართველოში ასათვისებელი ტურისტული და რეკრეაციული ზონები ყველა კუთხეში ჯერ კიდევ მრავლადაა, თუ ნებისმიერი მიზნით სახლის მშენებლობას გადაწყვეტთ, ფინური სტილის კოტეჯი კარგი არჩევანი იქნება.