555 28 28 38

თუ დიდი ხანია ოცნებობ, რომ ქალაქგარეთ, მყუდრო და ლამაზი კოტეჯი გქონდეს, ამისათვის გაგიზიარებთ რჩევებს, რომლის დახმარებითაც შენი ოცნება საკმაოდ რეალურ მიზნად გადაიქცევა. დამეთანხმებით, რომ ამ საუკუნეში უამრავი რესურსი და შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენივე სურვილები საკმაოდ რეალური გავხადოთ. 

სხვა ტიპის კონსტრუქციებისგან განსხვავებით, კოტეჯების აშენება საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. მისი მთავარი ღირებულება და უპირატესობა კი სწრაფად აშენების შესაძლებლობაში და ეკოლოგიურობაში მდგომარეობს. კოტეჯები დამზადებულია ბუნებრივი მასალებისგან, რის გამოც, გარემო ყოველთვის უფრო სუფთა, ჯანსაღი და სასიამოვნოა. ამ ტიპის საცხოვრებელს უდიდესი გავლენა და სარგებელი მოაქვს როგორც ჩვენთვის, ისე გარემოსთვის. 

დღევანდელ დღეს, კოტეჯი საკმაოდ პოპულარული სივრცეა და აქ დამსვენებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ის მოთხოვნადია არამარტო ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც, რადგან სასტუმროსგან განსხვავებით, მას ბევრი უპირატესობა გააჩნია. კოტეჯებს ბევრ რეგიონსა თუ ზღვისპირა ქალაქში შეხვდებით, ამიტომ სანამ მის აშენებას გადაწყვეტთ, უმჯობესია რამდენიმე დეტალზე გაამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში, წინასწარ შეარჩიეთ მისი ადგილმდებარეობა და დიზაინი. რაც ყველაზე მთავარია, ითანამშრომლეთ კომპანიასთან, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებსა და სტანდარტებს და საუკეთესო შედეგს შემოგთავაზებთ. ზუსტადაც რომ ჩვენ ვართ ასეთი კომპანია.

რა მასალისგან მზადდება კოტეჯი?


კოტეჯები ძირითადად ხის მასალისგან მზადდება, რასაც უამრავი უპირატესობა აქვს. ხე საკმაოდ ორგანული და მდგრადი სამშენებლო მასალაა. სამუშაოდ ის საკმაოდ მარტივია, რაც დიდი დროისა და ენერგიის დაზოგვას გულისხმობს. ამასთანავე, ხე განსაზღვრავს ენერგოეფექტურობას და შიდა სივრცეში ინარჩუნებს სტაბილურ ტემპერატურასა და ტენიანობას, რაც სრული კომფორტის გარანტიაა. გარდა ამისა, ხისგან დამზადებულ კოტეჯებს ახასიათებს გამძლეობა და სათანადო დაცვის პირობებში, ის სრულიად უსაფრთხოა ხანძრისგან. აღარაფერს ვამბობ მის ვიზუალზე, რომელიც საკმაოდ მყუდრო, ეფექტური და მიმზიდველია. ხის მასალა გვეხმარება ინტერიერის შექმნის დროსაც, რადგან ის განუსაზღვრელ შესაძლებლობებსა და მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფერის, ფორმისა და სტრუქტურის ავეჯი.

რა დადებითი მხარეები აქვს კოტეჯის მშენებლობას?


როგორც იცით, დღევანდელ დღეს, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ფონზე, რთულად მისაღებია. კოტეჯების მშენებლობის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. მარტივად შეგვიძლია შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული და მყუდრო გარემო ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისათვის. კოტეჯების მშენებლობა, ნებისმიერი სხვა შენობისგან განსხვავებით, საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან მისი მარტივი კონსტრუქცია ამის საშუალებას გვაძლევს. გაითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ ეს საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კოტეჯებზე მოთხოვნა დღითიდღე უფრო იზრდება. სტუმართა რაოდენობა და მათი დაინტერესება კი ნამდვილად გვაფიქრებინებს, რომ ფინანსურად ის საკმაოდ შემოსავლიანია. შესაბამისად, სარგებელი ორმხრივია, რადგან ერთის მხრივ, ვქმნით ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და კომფორტულ სივრცეს დამსვენებლებისათვის, ვავითარებთ ტურიზმს და ამასთანავე, ფინანსურ სარგებელსაც ვიღებთ.


რა პროცესები უნდა გავიაროთ კოტეჯის მშენებლობისას?


როგორც უკვე გითხარით, კოტეჯების აშენების პროცესი, სხვა შენობა-ნაგებობებისგან განსხვავებით, შედარებით მარტივია და საკმაოდ მოკლე დროშია შესაძლებელი. გარკვეულწილად, ის ხელოსანთა გუნდის მუშაობაზეცაა დამოკიდებული, მაგრამ პროცესი ყველასათვის სტანდარტულია.

იმისათვის, რომ წინასწარ გქონდეთ განსაზღვრული თქვენი საჭიროებები და სრულ მზადყოფნაში იყოთ ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადასადგმელად, მინდა ეს ეტაპები დეტალურად გაგაცნოთ. 

სასურველი ადგილმდებარეობის შერჩევის შემდეგ, თავდაპირველად, ხდება საძირკვლის ჩაყრა, მილების კვადრატების მომზადება და ბეტონის ჩასხმა, რის შემდეგაც იღებება ფილები, ეწყობა კედლის კონსტრუქციები და სწორდება ლაზერზე. 

მომდევნო ეტაპი კვლავ მილების კვადრატების მომზადებით იწყება, მზადდება ასევე იატაკის კუთხეები, იწყობა კონსტრუქცია, იკვრება ფილები და მონტაჟდება პროფილის კედლები. ამის შემდეგ, კი ყურადღება ეთმობა ანფასის კედლების აწყობასა და მონტაჟს. 

შემდეგი ნაბიჯი სახურავის მოპირკეთებას გულისხმობს. ამისათვის, ვალაგებთ სახურავის ძელებს, ვაგრძელებთ ლართხის დაკვრით და სილიკატებით ვამუშავებთ მის კონსტრუქციას, რის შემდეგაც ხდება დიფუზიური მემბრანის მოწყობა, ვაკრავთ მას სახურავს და ხორციელდება ხის პანელის გალაქვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია ამ პროცესში. 

ლაქით დამუშავება უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, არის საკმაოდ გამძლე და მაქსიმალურად ინარჩუნებს თავდაპირველ მდგომარეობასა და შეფერილობას. გარდა ამისა, კოტეჯს ვიზუალურ ელფერს სძენს და იცავს გარემოს ზემოქმედებისგან. გაითვალისწინეთ, რომ ლაქით დამუშავება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა და ის ზედაპირის დამუშავებასა და ტექნოლოგიების სრულ დაცვას საჭიროებს. 

მომდევნო ეტაპი გარე ფასადის დამუშავებას გულისხმობს, რა დროსაც, უზრუნველვყოფთ ხის პანელის გალაქვას, დიფუზიური მემბრანისა და ანფასის კედლების მოწყობას. ამის შემდეგ კი, ეწყობა ანფასისა და პროფილის პანელები. 

მინდა შევეხო თბოიზოლაციასაც, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს.

ის ენერგომოხმარების შემცირების საუკეთესო მეთოდია. მის შედეგად, შენობაში ტემპერატურის აწევისა და დაწევის საჭიროება 60-70%-ით მცირდება, რაც არამარტო კომფორტული, არამედ ფინანსურადაც ეკონომიურია. ის მნიშვნელოვნად ზოგავს ზედმეტ ენერგიაზე გაწეულ ხარჯს და კომუნალური გადასახადის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური გზაა. კოტეჯის მშენებლობისას კი, დიდი ყურადღება ეთმობა იატაკის თბოიზოლაციისა და OSB 1.8 მონტაჟს. 

ამ ყველაფრის შემდეგ, იწყება აბაზანის ტიხრისა და ანტრესოლის კონსტრუქციის მოწყობა. ანტრესოლი კოტეჯის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნაწილია, რომელიც ფართის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს და საკმაოდ პრაქტიკულია. დღეს ის საკმაოდ პოპულარულია. მასზე, ძირითადად, საძინებელი საწოლი თავსდება და ვიზუალურად ბევრად ეფექტურია, ვიდრე ორსართულიანი საძინებელი. პროფილისა და ანფასის თბოიზოლაციების ჩალაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპი ელექტრობის გაყვანასა და ანფასისა და პროფილის პანელების აკვრას გულისხმობს, რის შემდეგაც აბაზანაზე ვაკრავთ ხის პანელს, იწყება უკვე სანტექნიკის მოწყობა და მზადდება აბაზანისა და სამზარეულოს თაბაშირ-მუყაო. ანტრესოლის იატაკის მოწყობის შემდეგ, გადავდივართ სახურავზე, სადაც ხორციელდება თბოიზოლაციისა და ხის პანელის აკვრა. შემდეგი საფეხური კი, კაფელ-მეტლახისა და ანტრესოლის მოაჯირის მომზადებას გულისხმობს, რის შემდეგაც მონტაჟდება კიბე და პლინთუსები. 

მომდევნო ეტაპი როზეტების დამონტაჟებაა, მზადდება ასევე გარე მოაჯირი და ვიწყებთ შიდა ინტერიერის ლაქით დამუშავებას. რჩება ბოლო ეტაპი, რომელიც გარე პლინთუსების დასრულებასა და როგორც შიდა, ისე გარე გალაქვას გულისხმობს. 

ერთი შეხედვით, ეს პროცესი შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ პრაქტიკაში მისი განხორციელება საკმაოდ მარტივია, ამისათვის გჭირდებათ პროფესიონალი გუნდი და სულ ცოტა,დადებითი განწყობა.

იმედი მაქვს, მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ თქვენი მიზნებისა და საჭიროებების დადგენაში. როგორც ხედავთ, სასურველი დიზაინის მქონე კოტეჯის აშენება არც ისე რთული პროცესია, ამიტომ არასდროს თქვათ უარი თქვენს სურვილებსა და ოცნებებზე. აქციეთ ისინი რეალობაში, რადგან დღევანდელი თანამედროვე და ციფრული სამყარო ამის საშუალებას გვაძლევს. გამოიყენეთ ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა ამისთვის! წარმატებებს გისურვებთ.

en_US