555 28 28 38


ეზო საკუთარი სახლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრცეა, რადგან ეს გახლავთ ადგილი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ კომფორტული მოსასვენებელი სივრცე ჩვენი გემოვნებით და ამასთანავე, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ბუნებასთან. აქ უამრავ დროს ვატარებთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად და ყველა ჩვენგანისთვის მას სხვადასხვა ფუნქცია და დანიშნულება აქვს. ადამიანთა უმეტესობა, დილაობით, ყავას სწორედ სახლის ეზოში, სუფთა ჰაერზე მიირთმევს, რადგან მათთვის, ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, ზოგისთვის კი, ამ სივრცეში, მყუდროდ მოკალათება და წიგნის კითხვაა პრიორიტეტული. უმეტესი ნაწილი, სულაც მეგობრულ შეკრებებს ანიჭებს უპირატესობას და სახლის ეზო წვეულებების მოსაწყობად მათთვის იდეალური ადგილია. გაითვალისწინეთ მისი სიმყუდროვის მთავარი მახასიათებელიც. კომფორტულ სივრცედ მას სწორად შერჩეული ავეჯი აქცევს. გემოვნებიანი და დახვეწილი დიზაინი კი, გვეხმარება დადებითი განწყობისა და კარგი ატმოსფეროს შექმნაში.

რა უნდა გავითვალისწინოთ ეზოს ავეჯის შერჩევისას?

ეზოს ავეჯის შერჩევისას ბევრ ნიუანსსა და დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ავეჯის შეძენამდე, მნიშვნელოვანია შევაფასოთ ჩვენი ეზოს ფართობი და განლაგება. აუცილებელია, წინასწარ გავზომოთ სივრცე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიერ შერჩეული ავეჯი შესაბამისი იქნება მასთან. ხოლო თუ ეზო პატარაა, გირჩევთ, შეარჩიოთ კომპაქტური და მოსახერხებელი ეზოს ავეჯი. მოათავსეთ გასაშლელი დივანი და ტენტები, რადგან ის მარტივად გადასაადგილებელია და ფართიც დიდ ადგილს არ იკავებს.

ეზოს ავეჯის შერჩევისას, უმჯობესია გავითვალისწინოთ, რომ ის ოთხივე სეზონზე ფუნქციური იყოს. მოგეხსენებათ, გარე ავეჯი ექვემდებარება გარემო პირობებსა და ამინდს, სწორედ ამიტომ აუცილებელია მდგრადი და გამძლე მასალების შერჩევა.

რა მასალისგან მზადდება აზოს ავეჯი?

პირველ რიგში უნდა გკითხოთ, თუ როგორი ტიპის ავეჯს ანიჭებთ უპირატესობას, ღიას თუ დახურულს? რადგან, ღია ავეჯის შემთხვევაში, ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, რომ შერჩეულმა ავეჯმა მზიან და წვიმიან ამინდში ფორმა არ დაკარგოს და ნებისმიერი ტემპერატურის პირობებში, გამძლეობა შეინარჩუნოს.  ბაღის ავეჯის შერჩევისას ძირითადად იყენებენ პლასტმასას, რომლისგანაც სკამებსა და მაგიდებს ამზადებენ. პლასტმასის მასალას თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ის საკმაოდ ბიუჯეტურია და მისი მარტივი დიზაინი ნებისმიერ ანტურაჟს უხდება. მარტივია მისი მოვლაც, რადგან პლასტმასის ავეჯი არ არის პრეტენზიული და მტვრის ან ლაქების შემთხვევაში, სველი ნაჭერი და საწმენდი სითხე სრულიად საკმარისია პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ არასასურველი ამინდის პირობებში, მან  შესაძლოა ფორმა დაკარგოს და დაზიანების ან გატეხის შემთხვევაში, მისი შეკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. მასალის შერჩევისას ყველაზე ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას რკინას, რადგან რკინისგან დამზადებული ავეჯი მწველი მზის ქვეშ შესაძლოა დაჟანგდეს და ფერი შეიცვალოს, ამიტომ მისი განახლება თითქმის ყველა სეზონზე იქნება საჭირო, რაც საკმაოდ არაპრაქტიკულია და დიდ ენერგიასა და ფინანსებს მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, უმეტესად, უპირატესობას ანიჭებენ ტიკის, ალუმინისა და ჭრელი რკინის მასალისგან დამზადებულ ავეჯს, რადგან ტიკს აქვს ბუნებრივი გამძლეობა გახრწნისა და მწერების მიმართ, ხოლო ალუმინი და ჭრელი რკინა მდგრადია ჟანგის მიმართ. ტიკის მასალა იცავს ავეჯს ლაქების, მზის სხივებისა და გამოშრობისგან.

გამწვანებისა და ეზოში განთავსებული მცენარეების შემთხვევაში, ყველაზე მეტად ასევე ნატურალურ ხის ავეჯს გამოიყენებენ, რადგან ის საკმაოდ ლამაზი და ჰარმონიულია და იდეალურად ერწყმის ლანდშაფტის ნებისმიერ დიზაინს. ხის მასალა სათანადო მოვლის პირობებში საკმაოდ გამძლეა, დაზიანების შემთხვევაში კი მისი შეკეთება სავსებით შესაძლებელია.

ლითონის მასალისგან დამზადებული ავეჯი არის მტკიცე და საკმაოდ პრაქტიკული, რადგან ის საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ფორმისა და დიზაინის ავეჯი დავამზადოთ. რაც მთავარია, ის სრულიად დაცულია გარემო ფაქტორებისგან და მზისა და ტემპერატურის ცვალებადობის დროს მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყველაფერთან ერთად, ლითონის მასალისგან დამზადებულ ეზოს ავეჯს საკმაოდ ელეგანტური ვიზუალი აქვს და სათანადო მოვლას საჭიროებს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ეზოს სიმყუდროვეს სწორედ რბილი ავეჯი ანიჭებს. მართალია, აქტუალურობას არასდროს კარგავს კლასიკური მაგიდა-სკამები, რადგან სადილის დროს და სტუმრების მისაღებად იდეალურია, მაგრამ ბოლო წლებში პოპულარობა სწორედ რბილმა ავეჯმა შეიძინა. მას ძალიან დიდი კომფორტის შექმნა შეუძლია, ამიტომ ბოლო წლებში დიდი უპირატესობით სარგებლობს.  რბილი დივნები და ნატურალური როტანგისგან მოწნული მაგიდა/სკამები საკმაოდ ტრენდულია ზაფხულის სეზონზე. წლის ამ პერიოდში აქტუალურია ასევე საქანელა-სარწეველები და ფერადი პუფები.

სად შევიძინოთ ეზოს ავეჯი?

თქვენ გემოვნებას მორგებული და ამასთანავე, ხარისხიანი პროდუქციის შეძენა საკმაოდ რთულია, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ დღეს, ბაზარზე, იდეალური სერვისით, დახვეწილი დიზაინითა და პრემიუმ კლასის ხარისხით გამოირჩევა ‘’Kotejebi.ge’’, სადაც საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილები და საჭიროებები წარმოდგენილ კოლექციას შეუსაბამოთ. დამეთანხმებით, რომ სწორად შერჩეული ავეჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის სიმყუდროვისა და კომფორტის გარანტიაა.

en_US