555 28 28 38

ამ ბლოგში მინდა გესაუბროთ ხის კოტეჯების მშენებლობასა და მის დადებით მხარეებზე. ხის კოტეჯი პატარა, ლამაზი და მყუდრო დიზაინის მქონე ნაგებობაა, რომელიც აშენებულია ბუნებაში, ძირითადად, ტბისპირა და მაღალმთიან სოფლებში. მოგეხსენებათ, კოტეჯების მშენებლობა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რადგან ის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპის გავლას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვს. ხის მასალისგან დამზადებულ კოტეჯებს კი ბევრი უპირატესობა გააჩნია, რაზეც ამ ბლოგში უფრო ვრცლად გიამბობთ.

რა თქმა უნდა, გემოვნებას საზღვრები არ აქვს, შესაბამისად კოტეჯებისა და სახლ-აგარაკების მშენებლობისას იყენებენ როგორც ხის, ასევე ქვის მასალასაც. მთავარი ხომ ის არის, რომ საშენი მასალა იყოს ხარისხიანი და გამძლე, ხოლო დიზაინი ამ ყველაფერთან შერწყმული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა მასალებს შორის რამდენიმე განმასხვავებელი ფაქტორი გამოვყო და მათ უპირატესობებზე გესაუბროთ.

მისი უნიკალურობის გამო, კოტეჯების უმეტესობა სწორედ ხის მასალისგანაა დამზადებული. უმთავრესად, მინდა აღვნიშნო მისი ეკოლოგიურობა. მოგეხსენებათ, დღევანდელ ყოველდღიურობაში მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ავტომობილების გამონაბოლქვი და დაბინძურებული ჰაერი, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. სწორედ ამიტომ, დამსვენებლისათვის ეკოლოგიურობასა და ჯანსაღ გარემოს უდიდესი გავლენა აქვს.

ხე წარმოადგენს ბუნებრივ მასალას, ის არის ორგანული და მდგრადი, რის გამოც მშენებლობის პროცესში მარტივად გამოიყენება და გარემოზე ზემოქმედებას კიდევ უფრო ამცირებს. ამას გარდა, სუფთა ჰაერი და ბუნებასთან სიახლოვე, გარშემო იდეალურ ატმოსფეროს, დადებით აურასა და ჰარმონიას ქმნის.

როგორც უკვე ვახსენეთ, ხე არის ბუნებრივი იზოლატორი, რომელსაც სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ერთი ძალიან სასარგებლო ფუნქციაც აქვს. ის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სეზონსა და ამინდში, სტაბილურ ტემპერატურასა და ტენიანობას ინარჩუნებს. გარდა ამისა, ქვის ნაგებობისგან განსხვავებით, ხე შთანთქავს გარე ხმას, რაც შიდა სივრცეს სიმყუდროვესა და ჰარმონიულობას ბადებს. ის შეზღუდულია ზედმეტი ხმაურისგან და ამის გამო, მშვიდ და კომფორტულ გარემოში დასვენება ორმაგად უფრო სასიამოვნოა.იცოდით, რომ კოტეჯების აშენება საკმაოდ მოკლე დროშია შესაძლებელი? მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაც სწორედ ეს არის. კოტეჯების დამზადებას საშუალოდ ორი კვირა სჭირდება, რაც ქვის შენობებისგან განსხვავებით, საკმაოდ მოსახერხებელი და პრაქტიკულია. ეს ყოველივე ნაკლები დროისა და ენერგიის ხარჯვას გულისხმობს. კიდევ ერთი დადებითი მხარე, რაც ხისგან აშენებულ კოტეჯებს აქვთ არის ენერგოეფექტურობა, რაც სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებისას, ენერგიის მნიშვნელოვან დაზოგვას გულისხმობს.

ხის მასალისგან განსხვავებით ქვისგან აშენებულ სახლებს  ბევრად მეტი დრო, რესურსი და ძალისხმევა სჭირდება. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ხის მასალას მისი სწრაფად აშენებისა და ბევრი სხვა უპირატესობების გამო, არ აქვს გამძლეობა და მალე ზიანდება. მე კი მინდა გითხრათ, რომ  ხე არის მასალა, რომელიც ძალიან კარგად უძლებს ტენიანობას და ბუნებრივი მოვლენებისგან გამოწვეულ უარყოფით გავლენას. სათანადო დაცვისა და მოვლის პირობებში კი, ის სრულიად უსაფრთხოა ხანძრისგან, ვიდრე სხვა მასალისგან აშენებული ნაგებობები. კარგად დამუშავებული ხე არის ცეცხლგამძლე, რომელიც რთულად აალებადია და ძალიან ნელა იწვის. გარდა ამისა, ის გამოირჩევა მაღალი ხარისხის ზედაპირებითაც, რაც ხის კოტეჯებს ესთეტიკურ მხარესა და ეფექტურ ვიზუალს უქმნის.

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ქვისგან განსხვავებით, ხისგან აშენებული სახლები უფრო მეტ ხანს ძლებს. ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დღემდე დგას ხის კონსტრუქციები, რომლებიც 200 წელზე მეტს ითვლის. ამიტომ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბეტონისა და ქვისგან აშენებული სახლები შეიძლება ბევრად ადრე მივიდეს დანგრევის პირას, ვიდრე ხისგან ნაშენები სახლები და კოტეჯები.

ka_GE