- Giorgi Gogidze
- блог
თუ გაქვთ კოტეჯი ან მომავალში აპირებთ მის აშენებას, მაშინ ეს სტატია განსაკუთრებით მოგეწონებათ. კოტეჯი არის ადგილი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მუდმივ საცხოვრებლად, ასევე სეზონურ ან თუნდაც დროებით დასასვენებელ ადგილად. კოტეჯში ცხოვრება/ დასვენება გვეხმარება განტვირთვაში. სწორედ ამიტომ, თქვენი კომფორტისა და სიმყუდროვის შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ისეთი კარ-ფანჯარა, რომელიც თქვენს ცხოვრებასა თუ თუნდაც რამდენიმე დღიან დასვენებას სასიამოვნოს და კომფორტულს გახდის. დამეთანხმებით იმაში, რომ კარ-ფანჯარა ნებისმიერი შენობის, განსაკუთრებით კი კოტეჯის დიზაინის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. იგი განაპირობებს ჩვენი სახლისა თუ კოტეჯის თბო და ხმის იზოლაციას, უსაფრთხოებას და ა.შ. ამასთანავე იგი სახლს გაცილებით ესთეტიკურს ხდის. აღნიშნულ სტატიაში გაგიწევთ კონსულტაციას და გესაუბრებით, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ კოტეჯებისთვის კარ-ფანჯარა, რა უნდა გავითვალისწინოთ და ა.შ.
- მასალა
პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ და ყურადღება მივაქციოთ ფანჯრების მასალას. აუცილებელია შევარჩიოთ ისეთი მასალის ფანჯრები, რომლებიც იქნება უსაფრთხო, გამძლე და ენერგოეფექტური. მაგალითისთვის, გეტყვით, რომ მეტალოპლასტმასის კარ ფანჯარა, ისევე როგორც ალუმინის ფანჯრები, შესანიშნავად აკმაყოფილებს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს. ისინი საკმაოდ კარგად ინარჩუნებენ სითბოს და რაც მთავარია თქვენი და თქვენი კოტეჯის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. განსხვავება ალუმინისა და მეტალოსპლასტმასის ფანჯრებს შორის ის არის, რომ ალუმინის ფანჯრებს ახასიათებთ საკმაოდ მსუბუქი კონსტრუქცია. თუ კი კოტეჯის თანამედროვე სტილში მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ეს იდეალური ვარიანტია. რაც შეეხება მეტალოს ფანჯრებს, მათი უპირატესობა არის ის, რომ ისინი საკმაოდ ენერგოეფექტური და ეკონომიურია.
- თბოიზოლაცია
ფანჯრები, რომელთაც გააჩნიათ კარგი ენერგოიზოლაცია, მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს. ფანჯრების არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ფანჯარას უნდა ჰქონდეს ორმაგი ან სამმაგი მინა, რადგან რამდენიმე ფენიანი მინა ეხმარება სახლს სითბოს შენარჩუნებაში, მეტალო პლასტმასის კარ ფანჯრები სწორედ რომ ასეთია. მეტალოს ფანჯრები არის უსაფრთხო, დახვეწილი და კომფორტული. მის თვისებებს შორის არის თბოიზოლაციის ფუნქციაც, რაც თქვენს კოტეჯს გაცილებით კომფორტულს გახდის.
- безопасность
ფანჯრების შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელი კომპონენტია უსაფრთხოება. იმისათვის, რომ კოტეჯი იყოს უსაფრთხო, საჭიროა ისეთი მასალის კარ- ფანჯარა შევარჩიოთ, რომელიც იქნება მტკიცე და გამძლე, ასევე ექნება კარგად შერჩეული საკეტი მექანიზმი.
- ვიზუალი
კარ-ფანჯარას შეუძლია შენობა რადიკალურად შეცვალოს, ამიტომაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ვიზუალური მხარეც. მისი შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, როგორც სახლის ინტერიერი, ასევე ექსტერიერი. თუ კი გსურთ თქვენი სახლი გამოიყურებოდეს თანამედროვედ, დახვეწილად და ასევე უსაფრთხოდ, მაშინ ალუმინის ფანჯრები ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.
- რა ფუნქციას მიაკუთვნებთ ფანჯრებს
თუ კი თქვენი მიზანია კოტეჯი იყოს ნათელი და ბუნებრივი სინათლე მუდმივად შემოდიოდეს, მაშინ არჩევანი უნდა შეაჩეროთ ფართე და დიდ ფანჯრებზე, რომელსაც ასევე გააჩნია ის დადებითი თვისებაც, რომ კოტეჯის ფართობს უფრო დიდს წარმოაჩენს.
- გარემო პირობებისადმი მდგრადობა და სეზონური ფაქტორები
კოტეჯის კარებისა და ფანჯრის შერჩევისას გაითვალისწინეთ ის გარემო პირობები, სადაც კოტეჯია აშენებული. თუ კოტეჯი მაღალმთიან ადგილას არის, მაშინ ბუნებრივია ისეთი მოდელის კარ-ფანჯრის არჩევა დაგჭირდებათ, რომელსაც ექნება თბოიზოლაცია, იქნება მყარი მასალისგან შექმნილი და შეეძლება ტენიანობასთან გამკლავება.
- მოვლის სიმარტივე
კარ-ფანჯარა უნდა იყოს ისეთი მასალისგან შექმნილი, რომ არ გაგიჭირდეთ მისი მოვლა, ასევე იგი უნდა იყოს კოროზიისადმი მდგრადი, როგორიცაა მაგალითად ალუმინის კარ ფანჯრები, რომელთა მოვლა არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას და ადვილად იწმინდება. ეს ფუნქცია ასევე გააჩნია მეტალო პლასტმასის კარ ფანჯარასაც. მეტალოს კარ-ფანჯრები არ იკრავს ჭუჭყს ზედაპირზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მარტივად იწმინდება. ასევე მისი დადებითი თვისებაა ისიც, რომ მათ არ სჭირდებათ შეღებვა, რადგან მეტალოპლასტმასის ფანჯრები არასდროს კარგავს ფერს და მუდმივად ახალივით გამოიყურება.
- ბიუჯეტი
ბიუჯეტი, არის საკითხი, ფაქტობრივად გადამწყვეტ როლს თამაშობს ნივთების შერჩევისას. მაგალითად, თუ თქვენ ეძებთ შედარებით ძვირიან მოდელს, მაშინ შემიძლია გირჩიოთ ალუმინის კარ- ფანჯრები, ხოლო თუ ეძებთ ბიუჯეტურს და არანაკლებ კარგი ხარისხის კარ-ფანჯრებს, მაშინ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა იდეალური ვარიანტი იქნება.
ბუნებრივია თუ გაგიჩნდათ შეკითხვა, რატომ მაინც და მაინც ალუმინის ან მეტალო პლასტმასის კარ ფანჯარა? მოდი მოკლედ მიმოვიხილავ ორივე მასალას.
- ალუმინი
ალუმინის მასალის მქონე კარ ფანჯრები მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილ და თანამედროვე დიზაინს, რომელიც კოტეჯებს განსაკუთრებულად უხდება. ასევე მას გააჩნია გამძლეობისა და უსაფრთხოების გარანტია. ალუმინი არის მასალა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, არის კოროზიისადმი მდგრადი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოვლა საკმაოდ მარტივია.
- მეტალო პლასტმასი
მეტალო პლასტმასის კარ ფანჯარა, ალუმინთან შედარებით არის ბიუჯეტური ვარიანტი, რომლის პრიორიტეტია სახლში სითბოს შენარჩუნება. ისიც, ისევე როგორც ალუმინის კარ ფანჯარა არის საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტური. თუ კი ეძებთ ბიუჯეტურ და ენერგოეფექტური მასალის მქონე ფანჯრებს, მაშინ მეტალოს ფანჯრები იდეალური ვარიანტია.
დასკვნის სახით გეტყვით, რომ კარ-ფანჯრის შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, თუ რა მასალისგანაა იგი დამზადებული, ასევე უსაფრთხოება, გამძლეობა, თბოიზოლაცია, გარემო პირობებთან გამკლავების ხარისხი, აგრეთვე გასათვალისწინებელი ფაქტორია მოვლის სიმარტივეც და ბოლოს, ვიზუალური მხარე.