555 28 28 38

კოტეჯი ბოლო დროის საკმაოდ პოპულარული შენობა-ნაგებობაა, რომელიც მისი არასტანდარტული ვიზუალით, საოცარი სილამაზითა და სიმყუდროვით გამოირჩევა. აქ დამსვენებელთა რაოდენობა კი ყოველ წლიურად საგრძნობლად იზრდება. მას თითქმის ყველა კუთხესა და ქალაქში შეხვდებით. ის ძირითადად განთავსებულია მაღალმთიან სოფლებსა და ზღვისპირა ქალაქებში, სადაც ირგვლივ სიმშვიდე, სიმწვანე და ბუნების ხმები მეფობს. ეს ყოველივე კი ადამიანს საოცარ ჰარმონიას უქმნის, რაც დამეთანხმებით, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

კოტეჯების აშენების მთავარი უპირატესობა მის მცირე ღირებულებაში და სწრაფად აშენების შესაძლებლობაშია. დღევანდელ თანამედროვე სამყაროში კი, ახალი ტექნოლოგიების წინსვლისა და ეკოლოგიურ სახლებზე დიდი მოთხოვნის წყალობით, გვაქვს საშუალება, რომ კოტეჯები სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალისგან, საკმაოდ მოკლე პერიოდში ავაშენოთ და სასურველი დიზაინის კონსტრუქცია შევქმნათ.

ფართოდ გამორჩეულია ფინური სახლები და კოტეჯები, რომლებიც  ძირითადად გაშენებულია ტბისპირა სოფლებსა და ზღვისპირა ქალაქებში, რადგან მისი უნიკალურობაც სწორედ მის ადგილმდებარეობაში მდგომარეობს. ფინური კოტეჯები ძირითადად მზადდება ხის მასალისგან, რომელსაც ძალიან ბევრი უპირატესობა გააჩნია. პირველ რიგში, ის იზოლირებულია გარე ხმაურისგან, რაც შიდა სივრცეში საოცარ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ქმნის. გარდა ამისა, ის ინარჩუნებს სტაბილურ ტემპერატურასა და ტენიანობას წელიწადის ნებისმიერ სეზონზე. ხის კოტეჯებს ახასიათებს ეკონომიურობაც, რადგან მას გააჩნია ენერგოეფექტურობა, რაც სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების დროს, ენერგიის მნიშვნელოვან დაზოგვას გულისხმობს. მისი მთავარი უპირატესობა კი მის ეკოლოგიურობაშია, რადგან ხე არის ორგანულად მდგრადი და განახლებადი სამშენებლო მასალა, რაც გარემოზე ზემოქმედებას კიდევ უფრო ამცირებს.

ხის პანელი ძირითადად, ჭერის, კედლისა და ფასადის მოსაპირკეთებლად გამოიყენება. კარგად დამუშავებული ხის მასალა კი გამოირჩევა მაღალი ხარისხის ზედაპირებით, რაც ხის სახლებს ესთეტიკურ მხარესთან ერთად, ეფექტურ ვიზუალს უქმნის. 

სკანდინავიურ ქვეყნებშიც კოტეჯები, როგორც წესი, ხისგან შენდება და ძირითადად შეღებილია წითელსა და თეთრ ფერებში. ასეთი ხის სახლები განსაკუთრებით ლამაზია თეთრი პეიზაჟების ან მწვანე ბალახის ფონზე. სკანდინავიური ტიპის კოტეჯებს თავისი მახასიათებლები გააჩნია. იგი მზადდება ფინური კარკასული ტექნოლოგიით, რაც გამძლეობის გარანტიაა.

კოტეჯის ერთ-ერთი საინტერესო სახეობა ხის მორებისგან მზადდება, რომელსაც სხვადასხვა უპირატესობის გამო შედარებით დაბალი ღირებულება აქვს. ეს სახეობა ძირითადად გვხვდება ფინურ კოტეჯებში, რადგან ისინი ტრადიციულად, აშენებულია მორებისგან. პირველ რიგში, მისი დამზადებისთვის ნაკლები მასალა გამოიყენება და არ საჭიროებს საძირკვლის ჩაყრას. ის შენდება უშუალოდ ნაკვეთზე ხის მორების გამოყენებით და სწორედ მისი სისქე განსაზღვრავს ტენიანობისა და ტემპერატურის შენარჩუნებას შიდა სივრცეში. აშენების დროს, იყენებენ ასევე კვადრატულ მორებსაც, რადგან ისინი უკეთ ერგება ერთმანეთს და უფრო მოსახერხებელია. მორებისგან აშენებული ფინური სახლები ხშირ შემთხვევაში არ საჭიროებს ინტერიერის საფუძვლიან გაფორმებას, რადგან მას საკმაოდ სპეციფიკური ვიზუალი აქვს და სწორედ ამის გამო, მოთხოვნადია მისი კლასიკური დიზაინი, რომელშიც მორების კედლები, ფიცრის იატაკი და ჭერი იგულისხმება.

კოტეჯები სამშენებლო მასალებისა და გარე ვიზუალის გარდა, ფართობით და ფორმებითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. განსაკუთრებით გამოირჩევა ‘’A-Frame’’, ე.წ სამკუთხედი ფორმის, მსუბუქი ჩარჩოს მქონე კოტეჯები, რომლის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი აშენება საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია, რადგან ის ნებისმიერ ლანდშაფტზე შეიძლება განთავსდეს. ასეთი ფორმის კოტეჯები ყველაზე გავრცელებულია და ხშირად გამოიყენება კანადურ სახლებში. ის ხასიათდება თანამედროვე დიზაინით, გამოირჩევა დიდი ზომის ფანჯრებით და მისი სახურავი გამძლეა წვიმისა და თოვლის მიმართ. მას აქვს კიდევ ერთი უნიკალური თვისება, რადგან მის სახურავზე შესაძლებელია მზის პანელების განთავსება, რაც ბუნებრივი სინათლის წყაროს საშუალებას გვაძლევს.

რაც შეეხება მის ფართობს, ყველა თანამედროვე კოტეჯში წარმოდგენილია სახლის ტრადიციული საცხოვრებელი ფართი, რომელიც შედგება მისაღები ოთახის, სამზარეულოს, საძინებლისა და სველი წერტილისგან. არსებობს ერთ სართულიანი, ორ სართულიანი და სამ სართულიანი კოტეჯები, რომლებიც სტუმრების რაოდენობაზეა მორგებული. ერთსართულიანი კოტეჯები გამოირჩევა კომპაქტურობით, ოპტიმალური მდებარეობითა და დაბალი ღირებულებით. ორსართულიან კოტეჯებში კი გამოყოფილია ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სივრცეები. პირველ სართულზე გაშენებულია სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულო, ხოლო მეორე სართულზე კომფორტული საძინებელი. რაც შეეხება, სამ სართულიან კოტეჯებს, აქ გაცილებით მეტი ფართია, რადგან მესამე სართულზე განთავსებულია კიდევ ერთი საძინებელი და პატარა, მყუდრო ვერანდა.

შედარებით განსხვავებული კოტეჯის სახეობაა გლემფინგი, რომელიც განიმარტება, როგორც გლამურული კემპინგი. ეს არის ადგილი, სადაც ბუნება და კომფორტული სივრცე სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. გლემფინგ კოტეჯის მთავარი იდეაც სწორედ ეს არის, რაც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი და სხვა სახეობის კოტეჯებისა და სასტუმროებისგან მკვეთრად განასხვავებს. ამ შენობას კარვის მსგავსი გადახურვა აქვს. შიდა სივრცეში განთავსებულია მინი სამზარეულო, მინი კინოთეატრი და შექმნილია ყველა პირობა კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის. ასეთი ტიპის კოტეჯები კი განსაკუთრებით მოთხოვნადია ტურისტებისთვის. 

კოტეჯების კიდევ ერთი სახეობაა მინი კოტეჯები, ე.წ ‘’მობილური სახლები’’. ეს არის მარტივი, მსუბუქი და კომპაქტური კონსტრუქცია, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტურია. მისი ფართობიდან გამომდინარე, ის საკმაოდ პრაქტიკულია და არ საჭიროებს რემონტს. ასეთი კოტეჯები, რომლებიც ზღაპრების წიგნის ილუსტრაციას ჰგავს, ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. მინი კოტეჯები ასევე გამოირჩევა იმით, რომ მისი ადგილმდებარეობის შეცვლა საკმაოდ მარტივია. მანქანის მისაბმელზე განთავსებით, მისი გადატანა სასურველ დროსა და ლოკაციაზე მარტივად შესაძლებელია.

მისი კონსტრუქციული ნაწილი კი შედგენილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.

ru_RU