- Giorgi Gogidze
- блог
ეკოლოგია თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა. გარემოზე ზიანის შესამცირებლად, მსოფლიოში აქტიურად საუბრობენ ეკო მშენებლობის მნიშვნელობაზე. ბოლო წლებში კი სიმწვანე და ჯანსაღი გარემო საქართველოშიც მნიშვნელოვანი, საჭირო და აქტუალური გახდა, რაც ეკოლოგიურად სუფთა ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებლობას გულისხმობს.
ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის იდეამ განსაკუთრებით დიდი პოპულარობა შეიძინა მას შემდეგ, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში იმატა ახალი კორპუსების მშენებლობამ, რამაც ქალაქის იერსახე სრულად დააზიანა და გააქრო სივრცე, ლამაზი ხედები და სიმწვანე. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად დაიწყო ეკოლოგიური სახლებისა და ხის კოტეჯების მშენებლობა და მისი მოწყობა.
ეკო სახლი (eco house) განიმარტება როგორც ეკოლოგიური, ხის სახლი, რომელიც ძირითადად ორ სართულიან კონსტრუქციას წარმოადგენს საკუთარი ეზოთი. მისი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ მშენებლობისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა არის ეკოლოგიურად სუფთა. შესაბამისად, იგი ორგანულად გულისხმობს ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს. ეკო სახლების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი მის ენერგოეფექტურობაში მდგომარეობს, რაც ენერგო რესურსების მნიშვნელოვან დაზოგვას და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას გულისხმობს. მისი მთავარი პრინციპი სწორედ ესაა. ენერგოეფექტურობის ხარჯზე, სახლში ტემპერატურა და ტენიანობა სტაბილურ ხასიათს ინარჩუნებს, რის შედეგადაც მცირდება კომუნალური გადასახადები. მკაცრ ზამთარსა და ყინვაშიც კი, შიდა სივრცეში შენარჩუნებულია სითბო, რაც კომფორტის საუკეთესო გზაა. მისი ძირითადი პრინციპი მოიცავს გარე ფასადების დათბუნებას, რომლის გამოყენებითაც ენერგია დაახლოებით 40%-ით ნაკლები იხარჯება. ეკო სახლების ეს უპირატესობა ყველა სხვა სტანდარტული შენობისგან განასხვავებს და უდიდესი ღირებულება და გავლენა აქვს როგორც გარემოზე, ასევე ჩვენზე.
ალბათ დამეთანხმებით, რომ რაც უფრო მეტად შორდები ქალაქის ხმაურსა და ურბანულ გარემოს, მით უფრო მეტად გრძნობ ბუნების სიახლოვეს. ასეთ გარემოში ეკო მეგობრული სახლების აშენება კი ყველაზე დიდი სიამოვნებაა. ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაბინძურების შემცირებასთან ერთად, რესურსების სწორად გამოყენება ეკო მეგობრული სახლის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
იცოდით, რომ კლიმატის ცვლილების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ არაეფექტურად გამოყენებული ენერგიაა, რაც არაჯანსაღ გარემოს წარმოქმნის და ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. დაბინძურებული ჰაერი, სადაც ჩვენი ყოველდღიურობის გატარება გვიწევს, ადამიანზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს. მას შეუძლია როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მდგომარეობის გაუარესება.
დღეისათვის, ეკო მშენებლობისთვის უამრავი ტექნოლოგია და მასალაა შექმნილი, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო წლებში ის საკმაოდ მოთხოვნადი და ტრენდულია. ეკო სახლების ცნება უკანასკნელი წლების განმავლობაში დამკვიდრდა, რომლის მთავარი მიზანიც გარემოზე ზეგავლენის შემცირებას გულისხმობდა.
იმისათვის, რომ სახლი ეკოლოგიურად სუფთად ჩაითვალოს, რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს უნდა აკმაყოფილებდეს. უპირველესად, მისი მშენებლობის პროცესში არ უნდა უყოს გამოყენებული ქიმიური, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება რადგან ის ორიენტირებული უნდა იყოს ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და ენერგოეფექტურობაზე. აუცილებელია, რომ ეკო სახლს ჰქონდეს ხის კარკასი, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს დამუშავებული დამცავი მასალით. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ასეთი სახლების მშენებლობა შედარებით ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ მომავალში ის გაწეულ ხარჯებს სათანადოდ შეგიმცირებთ.
გარდა იმისა, რომ деревянных коттеджей და ეკო სახლები აგებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალით, მისი კიდევ ერთი უპირატესობა არის მდგრადობა და გამძლეობა. რკინა-ბეტონის ნაგებობებისგან განსხვავებით, ის გაცილებით უსაფრთხოა და ვიზუალურ-ესთეტიკური თვალსაზრისითაც ბევრად ეფექტურია. სათანადოდ დამუშავებულ ხის სახლებს აქვს ცეცხლგამძლე თვისება, რაც ხანძრის პირობებში უსაფრთხოების გარანტიაა.
მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეკო ნაგებობები ბევრად უფრო გამძლე და ბიუჯეტურია. როგორც წესი, ეკო მეგობრული სახლები საშუალოდ 300-400 წელს ძლებს.