Giorgi Gogidze
- ბლოგი
ზოგიერთი ადამიანისთვის კოტეჯი იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ხის კონსტრუქციას. ბევრისთვის ეს არის სივრცე, სადაც შესაძლებელია მოწყდე გარე სამყაროს, განიტვირთო ყოველდღიური სტრესისგან, დაიმუხტო დადებითი ემოციებით, დატკბე ბუნებით და შექმნა დაუვიწყარი მოგონებები ძვირფას ადამიანებთან ერთად. ამ და სხვა არაერთი მიზეზის გამო, სარემონტო სამუშაოებისას ხშირად განსაკუთრებით დიდი ყურადღებით არჩევენ თითოეულ დეტალს იმისთვის, რომ კოტეჯს ავთენტური იერი შეუნარჩონონ, არ გადატვირთონ ზედმეტად და არ დაუკარგონ მთავარი ხიბლი – ეს პროცესი კი არცთუ ისე იშვიათად, სწორედ ეზოსთვის ფილების შერჩევით იწყება.
კოტეჯის ან სასტუმროს ეზოსთვის ყველაზე პრაქტიკული არჩევანი, მისი სიმტკიცის, მდგრადობისა და დიზაინის მრავალფეროვნების გამო, ბეტონის ფილებია. მოსავლელად მარტივი და ვიზუალურად მიმზიდველი ბეტონის ფილა დღეს ბაზარზე ბევრი სხვადასხვა ფორმით არსებობს, ამიტომ თითქმის ყველა შემთხვევაში მას ნებისმიერ არქიტექტურულ სტილს უპრობლემოდ უხამებენ.
ბეტონისგან დამზადებული ეზოს ფილები კოტეჯებისთვისა და სასტუმროებისთვის პოპულარულია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი მათი ხელმისაწვდომი ფასი და მოვლის მარტივი პირობებია – არ ცვდება იოლად, ადვილია შესაკეთებლად და გარდა ამისა, ძლიერი წვიმის შემდეგ ამცირებს ეზოში წყლის დაგროვების რისკს.
ლეგი – როცა არჩევანი მრავალფეროვანია
თანამედროვე იქნება თქვენი კოტეჯის იმიჯი თუ ძველებური – ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. გემოვნებით არჩეული ეზოს ფილები ყველანაირ არქიტექტურულ სტილს შეიძლება რომ მოერგოს – შერჩევის პროცესს კი ამარტივებს ის მრავალფეროვნება, რასაც ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელი კომპანია ,,ლეგი’’ თავის მომხმარებელს სთავაზობს. აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ რა ფერის უნდა იყოს ეზოში დასაგები ფილები, ამიტომაც აქვთ საკუთარი ფერთა პალიტრა, რომელსაც მომხმარებლები, როგორც წესი, ყოველთვის დიდი ინტერესით ათვალიერებენ.
ლეგიში ფერები ორ ნაწილად იყოფა – არის ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები მწვანე, ყავისფერი, ყვითელი, წითელი, შავი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, თეთრი, ლურჯი და არის ორი ან მეტი ფერის შერევით მიღებული ე.წ. ,,ქოლორ მიქს’’ ფერები შემდეგი სახელწოდებებით: ციტრინი, ქარვა, ობსიდიანი, კაპუჩინო და.ა.შ. – სასურველი ფერი ბეტონში საღებავის დამატებით მიიღება.
თავისი სახელწოდებები აქვს დიზაინის მიხედვით განსხვავებულ ფილებსაც. იმ ათეულობით ვარიანტიდან, რასაც ლეგი გთავაზობთ, იქნება ეს ფილა ,,მიქსი’’, ,,ნანო მიქსი’’, ,,მოდერნი’’, ,,აგური’’, ,,ნანო აგური’’, ,,კვადრატი’’, ,,რომბი’’, ,,სინუსი’’ თუ სხვა, დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია ფილა სახელწოდებით ,,ახალი ქალაქი’’, რომელსაც ხშირად გამორჩეული და თანამედროვე დიზაინის მისაღებად ირჩევენ. არანაკლები ყურადღებით სარგებლობს ფილა ,,მოდერნი’’ და ასევე ფილა ,,ჰარმონია’’, რომელიც შეუცვლელია ეკოლოგიური საფარის შესაქმნელად, რადგან მისი ჭრილის ზომა ხელს უწყობს მცენარეების ფესვთა სისტემის განვითარებას – ეს კი დიზაინერების თქმით, ბუნებრიობის მაქსიმალურ იმიტაციას ქმნის – შესაბამისად, შანსი რომ ის იდეალურად მოერგოს თქვენი კოტეჯის ექსტერიერს, გაცილებით დიდია.
ეზოში დასაგები ფილები ბეტონის გარდა გვხვდება გრანიტის, ბაზალტისა და სხვა ბუნებრივი ქვების სახითაც, თუმცა, კოტეჯის ეზოს ამ მასალებით მოპირკეთება ხშირად ხარჯებს ზრდის – ისევ და ისევ ამ კონკრეტული პროდუქციის განსხვავებული ვიზუალის გამო. გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბიუჯეტი მსგავსი ტიპის პროდუქტისთვის არ აქვს გამოყოფილი და სასურველი შედეგისთვის უფრო ბიუჯეტურ ალტერნატივას ეძებს.
მარტივი გამოსავალი სასურველი შედეგისთვის
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაზალტისა და გრანიტის ეფექტს ლეგ-ისი ქვაფენილი იძლევა. ბეტონის წარმოების ტექნოლოგია, რომელსაც ლეგის საწარმოში იყენებენ ამ რადიკალურად განსხვავებული ფილების ტექსტურას ერთმანეთთან მაქსიმალურად აახლოებს. გარდა ამისა, ლეგ-ისის ქვაფენილის ფილები უძლებს ამინდის მკაცრ პირობებს, არის მდგრადი, გამძლე და იმაზე ბევრად ბიუჯეტური ვიდრე ბაზალტი ან გრანიტი.
ხშირად ამბობენ, რომ ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები, რომლებიც ლეგ-ისი ქვაფენილის სახელითაა ცნობილი, ლანდშაფტის დიზაინერებისთვის ინსპირაციის მთავარი წყაროა. ხოლო თავად ფაქტი, რომ ის საუკეთესოდ ერწყმის ძველებურ სტილს, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა თქვენი კოტეჯის ექსტერიერში ამ ფილამ საკმაოდ დახვეწილი შტრიხები შემოიტანოს.
რატომ უნდა მიანდოთ კოტეჯის ეზოს მოპირკეთება პროფესიონალებს?
ხშირად ორმაგად საპასუხისმგებლოა ცვლილებები შეიტანო ისეთ გარემოში, სადაც ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოიტანოს. მით უფრო იქ, სადაც ადამიანი ბუნებასთან ყველაზე ახლოს გრძნობს თავს – იქნება ეს ტბის პირას, მთის მწვერვალზე თუ უბრალოდ ქალაქგარეთ.
ფილების დაგების შემდეგ კოტეჯის ეზო სწრაფად გარდაიქმნება ისეთ ადგილად, სადაც ყოფნა მუდამ სიმყუდროვის შეგრძნებას მოგანიჭებთ. ეს ეზოს მისცემს უკვე სრულყოფილი და დასრულებული პროექტის სახეს. თუმცა, არასწორად შერჩეულმა ფორმამ და დიზაინმა მარტივად შეიძლება დაარღვიოს ეს ჰარმონიულობა და ბუნებრივად ისედაც არსებული ორგანული სილამაზე.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მეტად სერიოზული მისია მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებს მიანდოთ. მათ, ვინც გაგიწევთ სრულფასოვან კონსულტაციას და აგრეთვე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ სასურველი შედეგი რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მიიღოთ.
ასეთ გუნდს ლეგიში მარტივად იპოვით – ადამიანებს, რომლებსაც ზურგს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი უმაგრებთ და რომლებიც მუდამ მზად არიან, თქვენს ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხონ.