555 38 98 08

საკუთარი სახლის სითბოს არაფერი შეედრება – როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ცივი, დამღლელი დღეების შემდეგ სახლში მისულებს ხშირად ხომ მხოლოდ განტვირთვა და სითბო გვჭირდება – სწორი ტემპერატურული რეჟიმი, რომელსაც ხარისხიანი ცენტრალური გათბობის რადიატორები უზრუნველყოფენ. 

ნამდვილად გამორჩეული შეგრძნებაა, როდესაც საცხოვრებელ სივრცეში სუსხიანი დღეების არსებობა გვავიწყდება. ამ სიმყუდროვეს სწორად შერჩეული მასალები განაპირობებს. 

სახლის რემონტისას უამრავი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. ვარჩევთ მასალებს, ვადარებთ დიზაინებს, ვგეგმავთ თითოეული ოთახის ხასიათს. ხშირად კი ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – გათბობა გვავიწყდება. 

ეს ბუნებრივია, რადგან ყურადღება იმ დეტალებზე გადაგვაქვს, რომლებიც თვალში პირველივე დანახვისას გვხვდება. ადრე მსგავსი ელემენტები დეკორი, კედლები ან განათება შეიძლება ყოფილიყო. დღეს კი მათ გვერდით რადიატორი ღირსეულ ადგილს იკავებს. თანამედროვე, ხარისხიანი რადიატორები დახვეწილი დიზაინითა და ფუნქციურობით გამოირჩევა. მეტიც, ხშირად სივრცის ხასიათს სწორედ ისინი განსაზღვრავენ. 

თუ ცენტრალური გათბობა სწორად არის შერჩეული, სახლში სითბო თანაბრად ნაწილდება, ოთახები სწრაფად თბება და ენერგიაც რაციონალურად იხარჯება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვადასხვა ოთახში შესაძლოა განსხვავებული ტემპერატურა იყოს. ამ დროს, კომუნალური გადასახადებიც იმატებს ხოლმე. 

როგორ მუშაობს ცენტრალური გათბობა? 

ცენტრალური გათბობა არის სისტემა, რომელიც ერთ წყაროში გამომუშავებულ სითბოს მთელ სახლში ანაწილებს. გაცხელებული წყალი, მილების მეშვეობით, რადიატორებში აღწევს, საიდანაც სითბო სივრცეში ნაწილდება. 

ნებისმიერი გათბობის სისტემის უკან საკმაოდ მარტივი, მაგრამ ეფექტური პრინციპი დგას.

სისტემის მთავარი ნაწილი ქვაბია, სადაც წყალი საჭირო ტემპერატურამდე ცხელდება. შემდეგ ეს წყალი მილების ქსელის გავლით სახლის სხვადასხვა ნაწილში მიედინება. საბოლოოდ, სითბო რადიატორებამდე აღწევს, რომლებიც მას ოთახში ანაწილებს.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ტექნიკურად მარტივად ჟღერს, შედეგი დიდწილად თითოეული კომპონენტის ხარისხსა და სწორ შერჩევაზეა დამოკიდებული. 

წლების განმავლობაში რამდენად კომფორტულად წარიმართება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ამას სწორედ გათბობის სისტემის მოწყობა განსაზღვრავს.

როგორ უნდა აარჩიოთ ცენტრალური გათბობის რადიატორები?

ცენტრალური გათბობა სისტემაა, რომელიც ერთიან მექანიზმად მუშაობს – თითოეულ დეტალს თავისი დანიშნულება აქვს. ამის გამო რადიატორების შერჩევას ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორიც სისტემის დანარჩენ კომპონენტებს. საბოლოოდ, სწორედ ეს განსაზღვრავს თუ როგორ შეიგრძნობა სახლში სითბო.

თანამედროვე სამყაროში არჩევანი მრავალფეროვანია. ბაზარზე წარმოდგენილია განსხვავებული მასალები, ფორმები, ზომები და დიზაინი. თუ გსურთ ეფექტური ცენტრალური გათბობა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. 

ცენტრალური გათბობის ხარისხიანი რადიატორები უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქმნის. ისინი არ აშრობს ჰაერს და ხელს უწყობს ჯანსაღი მიკროკლიმატის შენარჩუნებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები ცხოვრობენ ან ადამიანები, რომლებსაც ჰაერის ხარისხი განსაკუთრებით აღელვებთ. 

პროდუქციის დამზადებისას პრემიუმ ბრენდები ლაზერული შედუღების ინოვაციურ ტექნოლოგიას იყენებენ. ეს კონსტრუქციას უფრო ზუსტსა და გამძლეს ხდის. შედეგად კი ვიღებთ პროდუქტს, რომელიც სტაბილურ ხარისხს წლების განმავლობაში ინარჩუნებს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი სითბოს თანაბარი განაწილებაა. ხარისხიან რადიატორში ტემპერატურა მთელ ზედაპირზე ერთნაირად ნაწილდება, რაც სივრცის უფრო ეფექტურ გათბობას უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია მოვლის სიმარტივეც. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი ნივთები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს, ყოველთვის უფრო პრაქტიკულია. ხარისხიანი თანამედროვე გათბობის რადიატორები ისეა შექმნილი, რომ მათი წმენდა და მოვლა მინიმალურ დროს მოითხოვდეს.

და, რა თქმა უნდა, დიზაინიც. ერთ დროს რადიატორები მხოლოდ ტექნიკურ დეტალებად აღიქმებოდა – ელემენტებად, რომელთა დამალვასაც ცდილობდნენ. დღეს კი ისინი უკვე ინტერიერის ბუნებრივი ნაწილია. მეტიც, მათი დახვეწილი, ელეგენტური ვიზუალი შთაბეჭდილებების ქვეშ გვტოვებს. 

აღსანიშნავია, რომ არსებობს როგორც მინიმალისტური, ისე უფრო დეკორატიული კოლექციები – მრავალფეროვანი ფორმებითა და ფერებით. ეს საშუალებას გვაძლევს, ცენტრალური გათბობა სივრცის საერთო ხასიათს მარტივად მოვარგოთ.

ამ მიზეზების გამო, არჩევისას ყურადღება არა მხოლოდ ფასს, არამედ ტექნოლოგიას, მასალას, ენერგოეფექტურობასა და ვიზუალურ მხარესაც  მიაქციეთ. პრემიუმ ხარისხის მწარმოებლები მომხმარებლებს ყოველთვის აოცებენ. ისინი ისეთ პროდუქტებს ქმნიან, რომლებშიც ფუნქციურობა, ეკოლოგიურობა და თანამედროვე დიზაინი ერთიანდება. 

5 პრაქტიკული რჩევა, რომელიც სახლს უფრო თბილსა და მყუდროს გახდის 

სითბოს შეგრძნება მხოლოდ გათბობის სისტემის სიმძლავრეზე არ არის დამოკიდებული. ზოგჯერ განსხვავებას სწორედ ის დეტალები ქმნის, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ გვეჩვენება. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რამდენიმე რეკომენდაციას გაეცანით. 

1. გაითვალისწინეთ სივრცის რეალური საჭიროებები

ყველა ოთახი განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. მისაღები, სადაც ოჯახი და მეგობრები იკრიბებიან, სხვა მოთხოვნებს პასუხობს, საძინებელი კი – სხვას. ამიტომ მნიშვნელოვანია, გათბობის სისტემა სივრცის თავისებურებებს მოერგოს და არა პირიქით.

2. ნუ დაზოგავთ იზოლაციაზე

სითბოს შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გამომუშავება. თუ ფანჯრები, კედლები ან სახურავი კარგად არ არის იზოლირებული, სითბოს მნიშვნელოვანი ნაწილი გარეთ გავა. ასეთ დროს სრულყოფილად ყველაზე კარგი გათბობის სისტემაც კი ვერ იმუშავებს.

3. შეარჩიეთ ხარისხიანი კომპონენტები

გათბობის სისტემა წლების განმავლობაში უნდა გემსახუროთ. ამიტომ არჩევანის გაკეთებისას მხოლოდ საწყის ხარჯზე არ იფიქროთ. ხარისხიანი კომპონენტები უფრო გამძლეა, ნაკლებ მოვლას საჭიროებს და დროთა განმავლობაში ფუნქციურობასაც უკეთ ინარჩუნებს.

4. გამოიყენეთ ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობები

ყველა ოთახში ერთნაირი ტემპერატურა ყოველთვის საჭირო არ არის. თანამედროვე სისტემები საშუალებას გაძლევთ, სითბო სივრცის დანიშნულებისა და თქვენი ყოველდღიური ჩვევების მიხედვით მართოთ. ეს კომფორტსაც ზრდის და ენერგიის ხარჯსაც ამცირებს.

5. ენდეთ გამოცდილ სპეციალისტებს

მნიშვნელოვანია გათბობის სისტემა სწორად დამონტაჟდეს. ამ ეტაპზე საუკეთესო გადაწყვეტილება პროფესიონალების ჩართულობაა. 

მოვლა და ენერგოეფექტურობა

გათბობის სისტემა ყოველდღიურად მუშაობს. იმისთვის, რომ მისი ეფექტურობა და გამძლეობა წლების განმავლობაში შენარჩუნდეს, პერიოდული მოვლა აუცილებელია.

ეს დაგეხმარებათ, რომ მოულოდნელი გაუმართაობა და ზედმეტი ხარჯები თავიდან აირიდოთ. 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს ენერგოეფექტურობა ცხოვრების სტილია, რომელიც კომფორტს, გარემოზე ზრუნვასა და გონივრულ არჩევანს აერთიანებს. ამის გამო, თანამედროვე სახლების მფლობელები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მასალების ხარისხს.

კომფორტი აირჩიეთ

პრემიუმ ბრენდების რადიატორების არჩევით კომფორტს, უსაფრთხოებას, სიზუსტეს, ხარისხსა და საიმედოობას მიიღებთ. გათბობის სისტემა ხომ კომპონენტია, რომლის მნიშვნელობასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. 

ხარისხიანი გათბობის რადიატორები იმ მახასიათებლებს აერთიანებს, რომლებიც სახლს ნამდვილად სჭირდება. ესაა თანამედროვე ტექნოლოგიები, ენერგოეფექტურობა, ეკოლოგიურობა და დახვეწილი ვიზუალი. 

როდესაც გარეთ სიცივეა, სახლში კი სასიამოვნო ტემპერატურა და სიმყუდროვე გხვდებათ, ხვდებით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ. 

en_US