
ბინის ჩაბარების მომენტი ხშირად დიდ მოლოდინთან ერთად, დიდ სტრესთანაც ასოცირდება, რადგან ტრადიციული თეთრი კარკასი რემონტის ყველაზე მძიმე ეტაპის დასაწყისია, თუმცა არსებობს სხვაგვარი გამოცდილებაც: როდესაც სახლის კარს ხსნით და ხვდებით, რომ ყველაზე რთული სამუშაოები უკვე დასრულებულია. არჩევანი თეთრ და მწვანე კარკასს შორის სწორედ ამ ორ რეალობას შორის არჩევანია. მწვანე კარკასის კონცეფცია გულისხმობს, რომ მშენებლობის პროცესში პრიორიტეტები იცვლება: აქცენტი კეთდება არა უბრალოდ კედლების ამოყვანაზე, არამედ იმ მზა საინჟინრო ბაზის შექმნაზე, რომელიც მობინადრისთვის ინტერიერის დიზაინზე მუშაობას სასიამოვნო შემოქმედებით პროცესად აქცევს.
რატომ გვიჯდება თეთრი კარკასი რეალურად უფრო ძვირი?
თეთრი კარკასის მთავარი ხიბლი მისი საწყისი, შედარებით დაბალი ფასია, თუმცა ეს ხშირად ფინანსური ილუზიაა, რომელიც რემონტის დაწყებისთანავე ქრება. მართალია, ამ კონდიციაში საბაზისო კომუნიკაციები ბინაში უკვე შეყვანილია, თუმცა ის დამატებითი სამუშაოები, რომლებიც მწვანე კარკასში მშენებლობის ეტაპზევე სრულდება, აქ კერძო ხელოსნების დაქირავებას მოითხოვს. ასეთ დროს კი ინდივიდუალური ტარიფებით მუშაობა, მასალების საცალო ფასად შეძენა და ერთი ეტაპის დასრულების მოლოდინში მეორის დაგვიანება წარმოქმნის ქაოსს, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს ფარული ხარჯები. დაზიანებული მასალა, გადასაკეთებელი დეტალები ან უბრალოდ ის დრო, რომელსაც ამ ყველაფრის კონტროლში ხარჯავთ, რეალურად ყველაზე ძვირი რესურსია, რომელიც არცერთ ხარჯთაღრიცხვაში არ ჩანს.
სულ სხვა პოზიციიდან მუშაობს დეველოპერი. აქ მასალა საბითუმო ფასად შემოდის, სამუშაო ჯგუფები კი წინასწარ გაწერილი, სტანდარტიზებული პროექტის მიხედვით მოქმედებენ. ასეთ დროს ხარისხის კონტროლიც, ცხადია, სისტემურია.
ბაზარზე არსებობს პროექტები, მაგალითად, „ქრონომეტრი’’, სადაც მწვანე კარკასი ბინების იმ კონდიციით ჩაბარებას გულისხმობს, რომელშიც საინჟინრო სამუშაოები მშენებლობის პროცესშივეა ინტეგრირებული. ასეთ დროს დანახარჯები გაცილებით ეფექტურად ნაწილდება, შედეგად კი, ბინა, სადაც კომუნიკაციები, გათბობა, ელექტრობა და ინტერნეტი უკვე გაყვანილია, ჯამური ღირებულებით ბევრად უფრო ხელსაყრელი ფასი გამოდის.
საინჟინრო დეტალები: ბაზა, რომელიც რემონტს ამარტივებს
ამ კონტექსტში, იგივე „ქრონომეტრი’’, მწვანე კარკასის სტანდარტს კიდევ უფრო პრაქტიკულს ხდის. აქ აქცენტი ხარისხიან კომპონენტებზეა გაკეთებული: შენობის პერიმეტრზე დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა, ხოლო უსაფრთხოებას სმარტ საკეტით აღჭურვილი რკინის კარი უზრუნველყოფს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გათბობის სისტემაც: ბინაში საქვაბის ღიობამდე მიყვანილია ბუნებრივი აირი, ხოლო მილები მყიდველთან წინასწარ შეთანხმებული პროექტის შესაბამისადაა გაყვანილი. ასეთ კომპლექსებში მწვანე კარკასის არჩევით, თქვენ იღებთ არა უბრალოდ ფართს, არამედ საინჟინროდ გამართულ ბაზას, სადაც აივნებიც კი უკვე მოპირკეთებულია.
აქედან გამომდინარე, მწვანე კარკასის კონდიცია ნიშნავს სრულად მომზადებულ გარემოს, სადაც თითქმის ყველა ტექნიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროფესიონალების მიერაა შესრულებული. თქვენ აღარ გიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რამდენად ხარისხიანი მილებია იატაკქვეშ ან სწორადაა თუ არა გაყვანილი ელექტრობა – ამაზე პასუხისმგებლობას დეველოპერი იღებს.
დრო, როგორც მთავარი რესურსი: რატომ ირჩევს „ქრონომეტრი’’ მწვანე კარკასს
ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი – „ქრონომეტრის’’ – ფილოსოფიის ცენტრში დრო დგას – რესურსი, რომელიც თანამედროვე სამყაროში პრესტიჟის ყველაზე რეალური საზომია. დეველოპერის მხრიდან მწვანე კარკასის არჩევა კი მობინადრის დროის დაზოგვის მცდელობაა. ტრადიციული თეთრი კარკასის შემთხვევაში, გასაღების ჩაბარებიდან რეალურ შესახლებამდე ხშირად 6-დან 10 თვემდე გადის, რადგან საინჟინრო კომუნიკაციების დაგეგმვა და მონტაჟი რემონტის ყველაზე დროში გაწელილ ეტაპს წარმოადგენს. „ქრონომეტრში’’ ეს პროცესი მშენებლობის პარალელურად სრულდება, რაც თითოეულ მაცხოვრებელს საშუალებას აძლევს, ბინის ჩაბარებისთანავე მხოლოდ კოსმეტიკურ სამუშაოებზე გადაერთოს. ასეთ პირობებში შესახლების ვადა 2-3-ჯერ მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ რამდენიმე თვით ადრე იწყებთ ცხოვრებას ახალ სახლში, მაშინ, როცა სხვა ტიპის პროექტებში მობინადრეები ჯერ კიდევ ხელოსნებთან მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.
ამ ყველაფერთან ერთად, მწვანე კარკასი პირდაპირ გავლენას ახდენს საცხოვრებელი კორპუსის შიდა სისტემასა და სამეზობლო კულტურაზე. როდესაც მობინადრეთა უმრავლესობა ბინას მზა მდგომარეობაში იბარებს, შენობაში რემონტების აქტიური ფაზა თითქმის ერთდროულად სრულდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ აღარ გიწევთ წლობით ცხოვრება ლიფტებში დაყრილი სამშენებლო მასალების, მტვრიანი სადარბაზოებისა და მუდმივი სამშენებლო ხმაურის ფონზე. „ქრონომეტრის’’ ტიპის პროექტებში, სადაც ტექნიკური სტანდარტი ერთგვაროვანია, საერთო სივრცეების პირვანდელი იერსახე გაცილებით დიდხანს ნარჩუნდება, რადგან მასიური დემონტაჟისა და კედლების ნგრევის საჭიროება მინიმუმამდეა დაყვანილი.
ნაკლები საზრუნავი, მეტი კომფორტი
მწვანე კარკასი, საბოლოო ჯამში, ერთი მარტივი იდეის გამოხატულებაა: ბინის ყიდვა ახალ სახლში გადასვლის სასიამოვნო მოლოდინი უნდა იყოს და არა რთული ტექნიკური გამოწვევების დასაწყისი.
ამიტომ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი დრო, ფინანსური გამჭვირვალობა და ხარისხი, რომელზეც პასუხისმგებლობას პროფესიონალები იღებენ – არჩევანი თავისთავად ცხადია. „ქრონომეტრის“ მსგავსი პროექტები სწორედ იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, ვისაც არ სურს ხელახლა ააშენოს ის, რაც მშენებლობის პროცესშივე უნდა გაკეთებულიყო.
