555 28 28 38
1. მინიმალურ სტილში გადაწყვეტილი ხის კოტეჯი ნამდვილად მოახერხებს თქვენს მოხიბლვას .  ხის კონსტრუქცია ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნებასთან და შუშის დეტალები ვიზუალურ სიმსუბუქეს სძენს სახლს .

2. ორიგინალური ფორმისა და არასტანდარტული ფერის ხის კოტეჯი ნათურებითა და დიდი ნათელი ფანჯრებით საუცხოო ვიზუალს ქმნის .

3. ექსტრავაგანტული და თანამედროვე დიზაინის ხის კოტეჯი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება , როდესაც მას მზე ეცემა . მსგავსი სტრუქტურის ნაგებობების აღსანიშნავი პლიუსი ისაა , რომ მკვეთრ შუქზეც კი არ კარგავს ეფექტურობას , რასაც ვერ ვიტყვით ბეტონის სახლზე .

4. გამორჩეული დიზაინისა და საუცხოო დეტალების მქონე ხის ეს კოტეჯიც ნამდვილად შეძლებს თქვენი გულის მოგებას . მინიმალისტური , მაგრამ ამავე დროს ორიგინალური და მდიდრული  სახლი ნამდვილი ოცნებაა .

5. ღია ფერის ხის მასალის და მრგვალი გადახურვის მქონე ეს სახლი ჰოლივუდის ფილმების გადასაღებ მოედანს გავს . ხის ფაქტურა ორგანულად ერწყმის გარშემო მდებარე ხეებს და მისტიკურ ელფერს ანიჭებს .

6. თუკი შავი თქვენი ფავორიტი ფერია, ეს ხის კოტეჯი ნამდვილად მოგეწონებათ.

7. ცეცხლი , სიმყუდროვე და ხის ლამაზი სახლი – ეს შესანიშნავი გარემო არამხოლოდ ზაფხულისთვის , წელიწადის ნებისმიერ დროს კომფორტის შეგრძნებას მოგგვრით.

 
ka_GEGeorgian